რატომ არ ჩანს აქ ვარსკვლავები? აღმოჩნდა, რომ ეს ”ხვრელი” ბნელი მოლეკულური ღრუბელია.
მაღალი კონცენტრაციის მტვერი და გაზი მთლიანად ფარავს ფონურ, მის უკან მდებარე ვარსკვლავების ხილულ გამოსხივებას. ამ შემაძრწუნებელ სიშავეზე პასუხისმგებელი მოლეკულური ღრუბელია, რომლის შიდა რეგიონები სამყაროს ყველაზე იზოლირებულ და ცივ ადგილად ითვლება. ის ფაქტი, რომ ნისლეულის ცენტრში არცერთი ვარსკვლავი არ ჩანს, ჩვენთან მის სიახლოვეზე მიუთითებს (მასა და ჩვენს შორის ვარსკვლავთა ძალიან მცირე რაოდენობაა მოქცეული). ბარნარდ 68-მდე მანძილი 500 სინათლის წელია, ხოლო ზომა – ნახევარი სინათლის წელი. როგორ ფორმირდება ბარნარდ 68-ს მაგვარი ნისლეულები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ასეთ ღრუბლებში ახალი ვარსკვლავები ჩნდებa. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბარნარდ 68 შეიძლება შეიკუმშოს და მასში ვარსკვლავების ფორმირება დაიწყოს. ნისლეულის შიგნით ჩახედვა ინფრაწითელი დიაპაზონის საშუალებითაა შესაძლებელი.