sng350103.jpeg

კიდევ ერთი „ზარბაზნის ბირთვი“

 მცირე ზომების ობიექტი, რომელიც ზეახლის ( G350.1+0,3) ნარჩენთან ახლოს მდებარეობს, ალბათ, ოდესღაც აფეთქებული ვარსკვლავის მკვრივი ბირთვია, რომელიც ახლა ექსტრემალური სიჩქარით მიქრის.

 მასიური ვარსკვლავების სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შესახებ, მათი აფეთქებით გამოწვეული შედეგებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. 12 წლიანი მუშაობის პერიოდში, რენტგენულმა ობსერვატორია „ჩანდრამ“ ზეახლების ბევრი ნარჩენი შეისწავლა. მათ შორის – G350.1+0,3. ეს ვარსკვლავური ნამსხვრევების ველი ჩვენი გალქტიკის ცენტრის მიმართულებით, დედამიწიდან 14 700 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

 „ჩანდრასა“ და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპის XMM-Newton-იდან მიღებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ G350.1+0,3, ოდესღაც აფეთქებული ვარსკვლავის მკვირი ბირთვია. აღსანიშნავია, რომ ჰიპოთეტური ნეიტრონული ვარსკვლავი რენტგენის გამოსხივების წყაროდან საკმაოდ შორსაა. თუ აფეთქება წყაროსთან ახლოს მოხდა, გამოდის, რომ ნეიტრონულმა აფეთქების დროს მძლავრი იმპულსი მიიღო და ზარბაზნის ბირთვივით გაიტყორცნა.

 „ჩანდრასა“ და სხვა ტელესკოპებით მიღებული მონაცემები მოწმობს, რომ ზეახლის ასაკი დაახლოებით 600-1200 წელია. თუ ვივარაუდებთ, რომ აფეთქების ადგილი რენტგენის წყაროა, მაშინ გამოდის, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი 4,8 მილიონი კილომეტრი საათის სიჩქარით მოძრაობს. ასეთივე ექსტრემალური სიჩქარით გადაადგილედება ობიექტი RX J0822-4300, ნარჩენში Puppis A. როგრც ჩანს, ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

 კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია G350.1+0,3-ის უცნაური ფორმა. ყველა ზეახლის ნარჩენი თითქმის სფერულია, G350.1+0,3-ისა კი ძალიან ასიმეტრიული, ამაზე „ჩანდრას“ მონაცემები მეტყველებს.

 „სპიცერისინფრაწითელი მონაცემების მიხედვით (ცისფრად), ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ ეს უცნაური ფორმა „ვარსკვლავური სანაგვე ველით“ შეიძლება აიხსნას, რომელიც მეზობელ ცივ მოლეკულარულ ღრუბელში ფართოვდება. ეს ზეახალი იგივე დროს აფეთქდა, როცა ცნობილი კიბოსმაგვარ ნისლეულის ზეახალი, თუმცა G350.1+0,3 ალბათ ვერავინ შეამჩნია, სქელი ვარსკვლავური მტვრის გამო, რომელიც თვალათახედვას ფარავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.