10 ჩვეულებრივი უჩვეულო რამ კოსმოსში…

 კოსმოსის ათვისებასთან ერთად, ჩვენ ვგებულობთ, რომ ბევრი რამ, რაც საზოგადოდ მიღებულ ფაქტებად ითვლება, ჩვენი პლანეტის გარეთ ასეთივე ვერ იქნება.

 1. ბოყინი

 ჩვეულებრივ პირობებში გრავიტაცია, თქვენს კუჭში სითხის ერთად თავმოყრას უზრუნველყოფს, ხოლო გაზები ზემოთ ამოდიან. სუსტი გრავიტაციის გამო ასტრონვტებს ე.წ. ”სველი ბოყინი” აწუხებთ.

 ამის გამო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არანაირი გაზირებული სასმელი არ არის. რომც იყოს, გაზები ზემოთ ამოსვლას არ დაიწყებდნენ და არც ლუდს ექნებოდა ქაფი.

 2. სიჩქარე

 კოსმოსში მტვრის ზოგიერთი ნაწილაკები ჩვენთვის წარმოუდგენელი სიჩქარებით მოძრაობენ. ორბიტაზე უკვე ნაგვის დიდი რაოდენობა დაგროვდა, მათი სიჩქარე 35 500 კილომეტრია საათში, საერთაშორისო სადგურის კი 28 164 კმ/სთ.

 ასეთი სიჩქარით მოძრავ ობიექტს ვერ დაინახავთ, სამაგიეროდ, აღმოაჩენთ მათგან გაჩენილ ნახვრეტებს.

 3. ალკოჰოლის წარმოება

 შორეულ კოსმოსში, არწივის თანავარსკვლავედთან ახლოს, 190 ტრილიონი ლიტრი ალკოჰოლის შემცველი გიგანტური ღრუბელი აღმოაჩინეს(სპირტი უკანასკნელი 7,5 მილიარდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა; კოსმოსში რთული ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს).

 ეთანოლი საკმაოდ რთული მოლეკულაა და კოსმოსში მისი ასეთი რაოდენობით ფორმრიება, ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში, რის გამოც ალკოჰოლის შექმნისათვის საჭირო რეაქციები ძალიან ნელა მიმდინარეობენ, არ უნდა ხდებოდეს.

 მეცნიერებმა კოსმოსისათვის დამახასიათებელი გარემო ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს და ორი ორგანული ნაერთი ერთმანეთს -210 0C ტემპერატურაზე შეუერთეს. რეაქცია მოსალოდნელზე 50-ჯერ სწრაფად წავიდა, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე.

 მეცნიერები ამას ტუნელირების ეფექტით ხსნიან. ნაწილაკები ტალღურ თვისებებს ამჟღავნებენ, რაც მათ ეხმარებათ წინააღმდეგობების გადალახვაში, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში რექციის მიმდინარეობას აფერხებენ.

 4. სტატიკური ელექტრობა

 ელექტრული ძალები შორ მანძილებზე მოქმედებენ და ისევე იზიდავენ ობიექტებს, როგორც გრავიტაცია პლანეტებს, რის გამოც წვეთები მუდმივი თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში რჩებიან.

 მეცნიერები ამჟამად სტატიკური ელექტრობით მიმზიდველი სხივის შექმნაზე მუშაობენ, რომლითაც კოსმოსური ნაგვის შეგროვება მოხდება.

 5. მხედველობა

 ასტრონავტების დაახლოებით 20%, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხოვრობდნენ, დედამიწაზე დაბრუნების მერე მხედველობის გაუარესებას უჩიოდნენ. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია(კოსმოსში ფრენა ასტრონავტების ვიზუალური აღქმის აპარატზე მოქმედებს).

 6. ზედაპირული დაჭიმულობა

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Tu0hEb-yL80

 ზედაპირულ დაჭიმულობას ვერ ვამჩნევთ, რადგან მას გრავიტაციის ძალა ფარავს. თუ გრავიტაცია სუსტია, ზედაპირული დაჭიმულობა გაცილებით ძლიერი ხდება. კოსმოსში სველი ნაჭერის გაწურვისას, წყალი, წვეთვის დაწყების ნაცვლად ეწებება მას და მილის ფორმას იღებს.

 თუ წყალი არაფერს ეკვრის, მაშინ ზედაპირული დაჭიმულობის ძალით სფეროს ფორმას იღებს. ასტრონავტები განსაკუთრებული სიფრთხილით ექცევიან წყალს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი მისი პატარა ბურთულებით გაივსება.

 7. ფიზიკური მდგომარეობა

 როგროც ცნობილია, ასტრონავტების კუნთები ატროფიას განიცდიან, ამიტომ გაცილებით მეტი ვარჯიშების ჩატარება უხდებათ, ვიდრე დედამწიაზე. წინააღმდეგ შემხთვევაში, დედამიაზე დაბრუნების მერე ვერარ შეძლებენ სიარულს. კუნთოვანი მასისაგან განსხვავებით, ძვლოვანი მასის დაბრუნება შეუძლებელია.

 8. ბაქტერიები

 კოსმოსში გაგზავნილი სალმონელები იქედან შვიდჯერ გაძლიერებულნი დაბრუნდნენ. დაავადებების გამომწვევი მიკრობები უფრო საშიშები ხდებიან და გაცილებით სწრაფად მრავლდებიან.

 9. რადიაცია

 მზე უზარმაზარი ბირთვული რეაქტორია, მისი გამოსიხვებისგან დედამიწის მაგნიტური ველი და ატმოსფერი გვიცავს. საერთაშორისო კოსმოსური სადგური მის შიგნით მდებარეობს, თუმცა რაც უფრო დიდი ხნით იქნებიან ასტრონავტები ბორტზე, რადიაციის მით მეტ დოზას მიიღებენ(რადიაცია ჩვენს გარშემო).

 დამცავი საფარის ბომბარდირებისას ელემენტარული ნაწილაკები თავისებურ ნამსხვრევებს წარმოქმნიან, რომლებიც თვიტ რადიაზიაზე საშიშია. მეცნიერები ამ ნამსხვრევებისაგან დამცავი ტექნოლოგიოების განვითარებაზე მუშაობენ.

 10. ბგერა

 სუსტი გრავიტაციის პირობებში სხვა ძალები იჩენენ თავს, რაც მეცნიერებს მათი ისეთ პირობებში შესწავლის შესაძლებლობას აძლევს, რომლებიც ჩვეულ გარემოში ვერ მოხერხდებოდა.

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის დროსაც წყლის წვეთებს ხმამაღლამოლაპარაკეს თავზე აფრქვევდნენ. ხმის ძლიერი რხევები უწონი წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას არღვევენ და უმცირეს ნაწილაკებს ყველა მიმართულებით აფრქვეევნ.

 ბგერის სიხშირის ცვლილებით, ასტრონავტები სხვადსხვა ფორმას აძლევდნენ წყალს, ტალღებიდან დაწყებული პატარა ჩაღრმავებების ჩათვლით(სხვა ფაქტები – საინტერესო ფაქტები ეკზოპლანეტებზე; 10 საინტერესო ფაქტი მზეზე; 10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე; 10 საინტერესო ფაქტი დედამიწაზე; რა და როგორ იწვის კოსმოსურ სადგურზე?; 10 საინტერესო ფაქტი კოსმოსზე; 10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ; მარსთან დაკავშირებული 7 პრობლემა; ზეცაში დამალული 10 საიდუმლო; LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.