1977 წელს, გარე პლანეტებისკენ შორეულ მოგზაურობაში გაგზავნილი ტყუპი თანამგზავრებიდან ერთ-ერთი, შემთხვევითობის წყალობით გაფრინდა იმ მიმართულებით, რომლითაც ჩვენი მზე შედარებით ახლოს მდებარე ვარსკვლავების მიმართ მოძრაობს. 35 წლის მერე, როგორც ჩანს, „ვოიაჯერ-1“ ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორის სივრცის გამყოფ საზღვარს მიუახლოვდება. ჰელიოსფერო არის სივრცე, რომელშიც ყველაფერი, მზის ქარისა და მაგნიტური ველების (1) ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. როგორ გავიგოთ, როდის გადაკვეთა თანამგზავრმა ეს საზღვარი და ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდა? ერთ-ერთი ნიშანი მაღალენერგიულ ნაწილაკთა რაოდენობის უეცარი ზრდა შეიძლება იყოს. ვარსკვლავთშორის სივრცეს ასეთი ნაწილაკებისგან შემდგარი კოსმოსური სხივები განჭოლავს, რომლის შემადგენელ ნაწილაკებს ახლოს მდებარე ზეახლები აჩქარებენ. ეს სხივები, ჰელიოსფეროს შიგნით მოხვედრისსას ნაწილობრივ აირეკლება ან მუხრუჭდება. გრაფიკზე, რომელიც 12 თვიან პერიოდს მოიცავს (2011 წლის სექტემბრიდან, 2012 სექტემბრამდე) ჩანს, რომ უკანასკნელ თვეებში კოსმოსური ნაწილაკების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რომლებსაც „ვოიაჯერ-1“ არეგისტრირებს. აპარატი ახლა მზეს 18 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული (17 სინათლის საათი, ან 122 ასტრონომული ერთეული). მალე ის იქცევა დედამიწიდან გაშვებულ პირველ კოსმოსურ ხომალდად, რომელიც სხვა ვარსკვლავების სამეფოში გადავიდა.
კოსმოსური სხივები და „ვოიაჯერ-1“
Posted by