გეა – ქალღმერთი ბერძნული მითოლოგიიდან, რომელმაც სამყარო ქაოსიდან გამოიყვანა. გეას ჰიპოთეზა მეცნიერმა ჯეიმს ლავლოქმა წამოაყენა. ის, ნასაში სამოციანი წლების დასაწყისში მუშაობდა, მაშინ, როცა მეცნიერები მზის სისტემაში სიცოცხლის ძებნით დაინტერესდნენ. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ დედამიწის ატმოსფერო მნიშვნელოვნად განსხვავდება დანარჩნი უსიცოცხლო პლანეტების ატმოსფეროებისგან, ლავლოქი ამტკიცებდა, რომ ჩვენი პლანეტა და მისი ბიოსფერო ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია.
ის ამბობდა:“დედამიწა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახლი, ის ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ კი მისი ნაწილი“.
ამ ჰიპოთეზაში მკაფიოდ განსაზღვრული დასკვნები არ არის, რომელთა ექსპერიმენტული შემოწმება იქნებოდა შესაძლებელი, ასეთ შემოწმებას კი ნებისმიერი მეცნიერული თეორია მოითხოვს. ზოგიერთი(მათ შორის ავტორიც) თვლიდა, რომ უკეთესი იქნება თუ ამ ჰიპოთეზას განვიხილავთ, როგორც ლიტერატურულ მეტაფორას – ალბათ, სასარგებლოს პლანეტებზე საუბარის დროს, თუმცა არასაკმარისად ზუსტს. აღსანიშნავია, რომ თეორიას ცნობილ მეცნიერთა შორისაც ჰყავს მომხრეები.
ჰიპოთეზის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს, ცოცხალი ორგანიზმების მხრიდან არსებულ უკუკავშირს აღნიშნავს, რისი წყალობითაც პლანეტა სიცოცხლისათვის ვარგისი რჩება. მაგალითიც მოჰყავთ: ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მომატება მცენარეთა ზრდას აჩქარებს, რაც თავის მხრივ ამ გაზის შემცირებას იწვევს. უკუკავშირის ეს მექანიზმი კარგადაა ცნობილი და მის ასახსნელად გეას ჰიპოთეზა საერთოდაც არ არის საჭირო(მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან).
ჰიპოთეზის ღირებულება კი იმაშია, რომ დედამიწის როგორც სისტემის, არა ცალკეული ნაწილების, შესწავლის განვითარებას უწყობდა ხელს. მართლაც, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები იმით სტიმულირდებოდა, რომ პლანეტის სხვადასხვა ნაწილების, მაგალითად, მთის ქანების ან ოკეანეების კვლევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ უნდა ხდებოდეს. ამის გამო ამერიკის უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებს, ხშირად, დედამიწის სისტემის შემსწავლელს უწოდებდნენ და არა გეოლოგიურს, როგორც ადრე. ეს ცვლილება ძირითადად გამოთვლითი ტექნიკის პროგრესმა გამოიწვია, თუმცა თავისი წვლილი ჰიპოთეზამაც შეიტანა(სიცოცხლე…).