სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის(დიდი ბრიტანეთი) ასტრობიოლოგებმა განაცხადეს, რომ წითელ ჯუჯებთან მდებარე პლანეტების სასიცოცხლოდ ვარგისიანად ჩათვლა გადამეტებულად იყო შეფასებული. 2 ივლისს ნაციონალურ ასტრონომიულ ყრილობაზე მეცნიერებმა ჩატარებული გამოთვლები წარმოადგინეს, რომელთა მიხედვითაც წითელი ჯუჯების მაგნიტური ველი საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ვარსკვლავის ახლოს სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფა მოხდეს.
წინა გამოთვლებით, რომლებიც სხვა მეცნიერებმა ჩაატარეს, მხოლოდ ტემპერატურა იყო გათვალისწინებული. იმის გამო, რომ წითელი ჯუჯა, მზეზე პატარა და ნაკლებად ელვარეა, თეორიულად, სიცოცხლისათვის თავსებადი ზონა ვარსკვლავთან ახლოს უნდა იყოს და ეს ზონა ვარსკვლავის ძლიერი მაგნიტური ველის ფარგლებში ხვდება, რაც, თავის მხრივ, მაიონიზირებელი გამოსხივებების დონის მომატებას გამოიწვევს. ასეთი პირობები მინიმუმ, ოკენური სიცოცხლის ხმელეთზე გადმოსვლას მაინც შეუშლის ხელს(რადიაცია ჩვენს გარშემო).
მეცნიერების მიერ ჩატარებული მოდელირება აჩვენებს, რომ ასეთ ჯუჯასთან სიცოცხლისათვის თავსებად ორბიტაზე მოძრავი, იგივე ტემპერატურულ პირობებში, დედამიწის მაგნიტური ველი ორჯერ მაინც შემცირდებოდა. ვარსკვლავის მაგნიტოსფეროსთვის წინააღმდეგობის გასაწევად პლანეტა ან შორს უნდა იყოს ვარსკვლავიდან(რაც უეჭველ აცივებას გამოიწვევს), ან ძლიერი მაგნიტური ველი უნდა ჰქონდეს. დედამიწის ტიპის პლანეტების მაგნიტური ველი მეტალური ბირთვითაა განპირობებული, რომლის ზომა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის პროტოპლანეტარული ღრუბლის ქიმიური შემადგენელისა და სხვა პლანეტების არსებობაზე სისტემაში(მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი).
ასტრობიოლოგთა აზრები წითელ ჯუჯებთან სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ არ ერთმანეთს არ ემთხვევა. პესიმისტები ასეთი ვარსკვლავის ნათების არასტაბილურობასა და პლანეტის გრავიტაციულ გამოჭერაზე მიუთითებენ(ანუ როცა პლანეტა ყოველთვის ერთი მხრითაა მიბრუნებული მნათობისკენ), ხოლო ოპტიმისტები წითელ ჯუჯათა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ასეთი ტიპის ვარსკვლავები მზეზე მეტ ხანს ”იწვიან”, შესაბამისად სიცოცხლესაც მეტი დრო აქვს ევოლუციისთვის(სასიცოცხლო ზონა წითლ ჯუჯებთან; ეკზოპლანეტები).
წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეკზოპლანეტები
Posted by