შავი ხვრელები, მათი იდუმალი ბუნების მიუხედავად, ასტრონომთათვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. თუმცა, ორმაგ (ბინარულ) სისტემა 4U 1630-47-ში მდებარე შავი ხვრელი, ადამიანებისთვის ცნობილი ხვრელებისგან მკვეთრად გამოირჩევა, რადგან ისე სწრაფად ბრუნავს, რომ მის გარშემო, დეფორმირებული სივრცე-დროის კონტინიუმის მბრუნავი არე წარმოიქმნება. მენციერთათვის მხოლოდ 4 ასეთი შავი ხვრელია ცნობილი (NGC 1365).
ეს უჩვეულო შავი ხვრელი 2016 წელს ინდურმა ”ასტროსატ”-მა აღმოაჩინა. ასტრონომთა ყურადღება რენტგენის გამოსიხვების ანთებათა უჩვეულო პარამეტრებმა მიიპყრო, რომლებიც სისტემა 4U 1630-47-დან მოდიოდა. მოგვიანებით, ამ ანთებების დეტალური ანალიზი რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ობსერვატორია ”ჩანდრამ” ჩაატარა, რითაც მათი წარმოშობა დადგინდა.
აღმოჩნდა, რომ გამოსიხვება გავარვარებული მტვრისა და გაზისგან მოდის, რომელიც 10 მზის მასის შავი ხვრელის წიაღისკენ მიექანება. ხვრელის ბრუნვის სიჩქარის დაზუსტება შეუძლებელია, რადგან ძალიან ახლოსაა ზღვართან – წრფივი ბრუნვის სიჩქარე მის წარმოსახვით ზედაპირთან, სინათლისას უახლოვდება. დეფორმირებული და ჩახვეული სივრცე-დროის ზემოქმედება კი ზემოთ ხსენებულ რენტგენის გამოსხივებაზე აისახება (შავი ხვრელის მიერ დაგრეხილი დრო-სივრცე; დეფორმირებული დრო-სივრცე პულსარს მალავს).