ნიდერლანდელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მეცნიერებმა ტიტანის სამრეთ პოლუსის თავზე ციანმჟავის ღრუბელი აღმოაჩინეს(Nature).
ციანმჟავას გაყინული წვეთებისგან შემდგარი ღრუბელი ჯერ კიდევ 2012 წელს აღმოაჩინეს. მაშინ ის ტიტანის ზედაპირიდან 300 კილომეტრის სიმაღლეზე იყო.
”კასინი”-დან მიღებული სპექტრების ანალიზით, მეცნიერებმა ამ ღრუბლის ქიმიური შემადგენელი დაადგინეს. ეს და სხვა დაკვირვებები იმაზე მიუთითებენ, რომ სამხრეთ პოლუსის რეგიონის ტემპერატურა, თეორიულად ნავარაუდევზე 100 გრადუსით ნაკლებია.
სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურის ასეთი დაცემა 2012 წელს აბობოქრებულმა ატმოსფერულმა ციკლონმა გამოიწვია(ტიტანის ატმოსფეროს მერყევი ხასიათი). ახალი აღმოჩენა, სატურნის ამ თანამგზავრზე ატმოსფეროს ცირკულაციის აღმწერი მოდელების ცვლილებას მოახდენს(შემოდგომა ტიტანზე).
“კასინიდან” ტიტანის ზედაპირზე დაშვებული ზონდი ”ჰიუიგენსი”(ილუსტრაცია).
სატურნის უამრავ თანამგზავრებს შორის ტიტანი ყველაზე დიდია. მთვარეზე ნახევარი დიამეტრით დიდია, ხოლო მასით თითქმის ორჯერ მეტი. მის ატმოსფეროში აზოტი დომინირებს, მეთანის ჩანართებით, რომლებიც ღრუბლებს წარმოქმნიან და ატმოსფერული ნალექების სახით ცირკულირებენ(ტიტანის ატმოსფეროში აზოტი ოორტის ღრუბლიდან მოხვდა; ადრე დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა).
მისია ”კასინი-ჰიუიგენსი”, ნასას, ევროპის კოსმოსური სააგენტოს, იტალიის კოსმ. სააგენტოსა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ერთობლივი პროექტია. მთავარი მიზანი – სატურნისა და მისი რგოლების, ასევე უდიდესი თანამგზავრის – ტიტანის კვლევაა(ტიტანის ატმოსფეროში პროპილენი აღმოაჩინეს; ჯადოსნური კუნძული ტიტანზე; კდიევ ტიტანზე).