უჩვეულო ფიგურა მთვარეზე

YouTube-ის მომხმარებელმა სახელად wowforreeel, ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. მან Google Moon-ის დახმარებით  მთვარის ყველა უბანი ყურადღებით შეისწავლა და უცნაური გამოსახულება აღმოაჩინა, რომელიც ადამიანის ფორმას წააგავს.

მეცნიერები და სკეპტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მთვარეზე მდებარე კრატერების ჩრდილი ან ლინზის დეფექტია, რომლითაც ფოტოა გადაღბული.
 ამ ვერსიას სოციალური ქსელის მომხარებლები არ ეთანხმებიან. მათი აზრით ეს სილუეტი უცხოპლანეტელის ან გიგანტური ქანდაკების ჩრდილი შეიძლება იყოს, მსგვავსი როდოსის კოლოსისა, რომელიც საბერძნეთში იდგა და ძლიერი მიწისძვრის გამო ჩვენს წელთააღრიცხვამდე 226 წელს განადგურდა, მათი აზრით ამ ჩრდილის დიამეტრი რამოდენიმე ასეულ მეტრს აღმატება.

4 კვირის განმავლობაში ეს ვიდეო 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, თუმცა, სინამდვილეში რა არის აღბეჭდილი ამ ფოტოზე დანამდვილებით არავინ იცის.

httpv://www.youtube.com/watch?v=4MmNuV-bs88

ავტორი: Hard Well.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.