მოგეხსენებათ, რომ სამყაროს შემადგენელი მატერია ატომებისგან შედგება (ბნელი მატერიის გამოკლებით, რომელიც ჯერ არავინ იცის რისგან შედგება). ყოველი ატომი ბირთვსა და მასთან ელექტრომაგნიტური ძალით დაკაშირებულ ელექტრონებს შეიცავს. ბირთვი იმდენად პატარაა, რომ ატომი ფეხბურთის ბურთამდე რომ გაგვეწელა, მისი ბირთვი ყაყაჩოს მარცვლისოდენა იქნებოდა. რა საჭიროა ამხელა ცარიელი სივრცე და ჩვენი სამყაროს 99% პროცენტი მართლა სიცარიელეა?
რატომ ვერ გავდივართ კედელში?
ატომის ასეთი გამოცარიელებულობის მიუხედავად, ამ სიცარიელის “შევსებაში” უმნიშვნელოვანეს როლს მის გარშემო მოძრავი პაწაწინა ელექტრონები თამაშობენ . მცირე რაოდენობის მიუხედავად, მათი კვანტური ბუნება ისეთია, რომ ბურთულებად ვერ განვიხილევთ, ეს ღრუბელი უფროა, რომლის მოძრაობას XX საუკუნის მეცნიერის, ერვინ შროდინგერის მიერ გამოყვანილი განტოლება აღწერს. კი, ეს ის კაცია, კატებზე რომ ატარებდა აზრობრივ ექსპერიმენტებს (მოკლედ შროდინგერის განტოლების შესახებ). ატომში არსებულ ელექტონულ ღრუბელს ენერგიის გაცემა და მიღება შეუძლია. სწორედ ამიტომ ვერ გადის სინათლე კედელში, რადგან ელექტორონები ენერგიას ართმევენ მას და გარკვეული დროის მერე უკანვე იშორებენ გამოსხივების სახით. ტალღის სიგრძის მიხედვით, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას მატერიაში შეღწევის განსხვავებული უნარი აქვს. თუ წინაღობა ამ გამოსხივებისთვის გაუვალია, ის შთაინთქმება და სხვა სახის ენერგიად გარდაიქმნება, მაგალითად, სითბოდ. ისევ და სიევ ზემოთ ხსენებული ელექტრომაგნიტური ძალის გამოვლინებაა განზიდვაც. თუ ნაწილაკებს ერთნაირნიშნიანი მუხტი აქვთ, მაგალითად, უარყოფითი, როგორც ელექტრონებს, ეს ურთიერთ განზიდვა ნივთიერებების ერთმანეთში თავისუფლად შერევას ეწინააღმდეგებმა (ბორის ატომი).
სამყარო შეიძლება იყოს ცარიელი?
სამყაროში ბევრი კოლოსალური ზომის ობიექტია. მათ შორის ყველაზე დიდს, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის გალაქტიკებისგან შედგება, ასტრობომებმა ჰერკულესის დიდი კედელი – ჩრდილოეთის გვირგვინი უწოდეს (10 უდიდესი ობიექტი სამყაროში).
გიგანტურ სტრუქტურებთან შედარებით, ჩვენი მზის სისტემა ერთი პატარა წერტილია, გალაქტიკა ირმის ნახტომის კიდესთან (კოსმოსურ უდაბნოში ვცხოვრობთ). მზის გრავიტაციული მიზიდულობა, სისტემის ყველა დანარჩენი ობიექტისაზე გაცილებით ძლიერია, ამიტომ პლანეტები და დანარჩენი სხეულები ძალიან შორს ვერ გაურბიან მას. იგივე სიტუაციაა ატომის შიგნითაც. ელექტრონებისა და ატომის ბირთვის ზომების, ასევე მათ შორის მანძლების შეფარდება ისეთია, რომ მაშინვე მაკროსამყარო გვახსენდება. სხვანაირად რომ ვთქავთ, სამყაროს სიცარიელეზე სწორედ ატომის შიგნით არსებული უზარმაზარი მანძილები მოგვითხრობს.
თუ ეს ასეა, მაშინ სამყაროს 99% მართლაც სიცარიელეა, ხოლო ჩვენთვის ხილულ კოსმოსზე მატერიის მხოლოდ 1% მოდის. ამ უჩვეულო ფაქტის მიუხედავად, მთელი ეს უზარმაზარი “არაფერი” თავის თავში უამრავ უხილავსა და ჯერ კიდევ შეუსწავლელ ძალებს მოიცავს და ალბათ მათაც გამოვავლენთ და დავიმორჩილებთ