ორბიტალურმა ტელესკოპმა “სპიცერმა” აქამდე უცნობი წითელი გალაქტიკები აღმოაჩინა. შორეულ სამყაროში, დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლის იქეთ, ორბიტალური ტელესკოპი “ჰაბლი”-ს თვალისთვის მიუწვდომელი, უცნაური წითელი გალაქტიკები იმყოფებიან. “სპიცერმა”ისინი კოსმოსური მტვრის მიღმა დაინახა, ერთბაშად ოთხი წითელი გალაქტიკა.
“სპიცერი”(NASA).
“ჰაბლი”(NASA).
გაუგებარია რა აძლევს ამ უშორეს გალაქტიკებს ელვარე-წითელ ფერს, თუმცა უკვე, მკვლევარება ისინი ახალი ტიპის გალაქტიკებად გამოყვეს.
ამ გალქტიკების აღმოჩენაში ასტრონომებს სწორედ “სპიცერი” დაეხმარათ და არა “ჰაბლი”, რადგან ის ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ უფრო მგრძნობიარეა.
მეცნიერთა აზრით, მათი სიწითლის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. უპირველეს ყოვლისა, მათში, როგორც ჩანს, მტვრის ძალიან დიდი რაოდენობაა თავმოყრილი; შეიცავენ დიდი რაოდენობით ხნიერ მოწითალო ვარსკვლავებს; ისინი იმდენად შორს არიან, რომ მათგან წამოსული სინათლე ფერს იცვლის კოსმოლოგიური წანაცვლების გამო. შესაძლებელია, რომ ახალად აღმოჩენილი გალაქტიკების წითელი ფერი სამივე მიზეზით იყოს განპირობებული.
მკვლევარების თქმით, ოთხივე გალაქტიკა ერთმანეთთან ახლოსაა და ალბათ გრავიტაციულადაც არიან დაკაშირებულნი.
შორეული სამყაროს წითელი გალაქტიკები
Posted by