შავი ხვრელის მიერ დაგრეხილი დრო-სივრცე

  სურათზე, შავი ხვრელის აკრეციული დისკოა წარმოდგენილი. დისკოს შიდა არე პრეცესირებს(დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია), რაც ნიშნავს, რომ შავი ხვრელის ირგვლივ არსებული მატერია, ცენტრალური ობიექტის მიმართ, ორბიტის ორიენტაციას იცვლის.

 30 წელია ამ საიდუმლოს იკვლევენ და ის, როგორც იქნა ამოიხსნა. ყველაფერი 1980-იან წლებში მომხდარი აღმოჩენით დაიწყო, რომ მცირე(ე.წ. ვარსკვლავური მასის) შავი ხვრელები რენტგენის სინათლეს ასხივებს, რომელიც საინტერესო ფორმით ციმციმებს. თავიდან, ციმციმი ყოველ რამდენიმე წამში მეორდება, შემდეგ კი თითოეული ციმციმი თვეთა განმავლობაში მცირდება და ბოლოს, მთლიანად ჩერდება.

https://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=V96Fk3NkSEw

 ეს კვაზი-პერიოდული რხევა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიერ ნაწინასწარმეტყველები ფენომენის შედეგად ითვლებოდა, რომ ნებისმიერი მასიური ობიექტი დროსა და სივრცეს, ბრუნვის მიმართულებით იხვევს. მოგვიანებით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ეს გრავიტაციული ”ქარიშხლები” შავი ხვრელის გარშემო მოძრავი ნაწილაკების ორბიტებს ცვლის, რასაც კვაზი-პერიოდული რხევის ფენომენამდე მივყავართ.

XMM-Newton(ESA).

 “ეს, თაფლში კოვზის ტრიალს ჰგავს. წარმოიდგინეთ, რომ თაფლი არის კოსმოსი და ყველაფერი მასში არსებული, კოვზის მოძრაობაშია ჩათრეული, რომელიც თაფლში ტრიალებს,” ამბობს ადამ ინგრამი(Adam Ingram), ახალი აღმოჩენის მთავარი ავტორი. “ანუ, ყველაფერი, რაც მბრუნავი ობიექტის ირგვლივ მოძრაობს, გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის მოძრაობის ტრაექტორიაზე.”

 მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა მიახლოებულად სწორად წინასწარმეტყველებდა კვაზი-პერიოდული რხევების პერიოდებს, აქამდე მათი კავშირის შესახებ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა.

 ევროპისა და აშ.შ-ს კოსმოსური სააგენტოების კოსმოსური ობსერვატორიების – XMM-Newton და NuSTAR, ჩატრაებული დაკვირვებები აჩვენებს, რომ შავი ხვრელის სიახლოვეს ორბიტაზე მბრუნავი მატერია მოძრაობს გზაზე, რომელიც გარკვეული თავისებურებებით ირყევა. გზაზე, რომელიც შავი ხვრელის გრავიტაციის დამგრეხ თვისებას ავლენს.

NuSTAR(NASA).

 ხვრელის გარშემო მბრუნავი აკრეციული დისკო, ერთი მიმართულებით გვშორდება, ხოლო მეორე მიმართულებით – გვიახლოვდება. ამიტომ, გამოსხივებული სინათლე, ე.წ. წითელსა და ცისფერ წანაცვლებას განიცდის. წანაცვლებებმა, შავი ხვრელის მზარდი დისკოს დაგრეხილი მოძრაობა გამოააშკარავა, რაც შავი ხვრელის ძლიერი გრავიტაციით არის გამოწვეული. “ამ ქცევის მყარ მტკიცებულებას დიდი ხანი ვეძებდით ” – დასძენს ინგრამი(შავი ხვრელი ყველასათვის გასაგებ ენაზე; 10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).

ავტორი: ქუჯი ბიჭია(ასტრომოყვარული).

2 comments

  1. დაგრეხილი თუ გამრუდებული? :დ :დ რა დაგრეხილი ))))

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.