შავი ხვრელების შერწყმა

 რა ხდება, როცა ორი შავი ხვრელი ერთმანეთს ეჯახება? ასეთი იშვიათი მოვლენა შერწყმის პროცესში მყოფ გალაქტიკებში ან ჯერად ვარსკვლავურ სისტემებში შეიძლება მოხდეს. წარმოდგენილ ვიდეორგოლში ასეთი შეჯახების ანიმაციაა ნაჩვენები, ფონური ვარსკვლავებვის გამოსახულების დამამახინჯებელი გრავიტაციული ლინზირების ეფექტებზე განსაკუთრებული ხაზგასმით. სფერული სიშავე, ამ დინამიური დუეტის მოვლენათა ჰორიზონტებია, ხოლო ფონური ვარსკვლავებისგან შემდგარი შემომფარგლავი მოძრავი წრე, მათთვის საერთო, აინშტაინის წრის მდებარეობას გვიჩვენებს. ყოველ ფონურ ვარსკვლავს რამდენიმე გამოსახულება აქვს, აინშტაინის წრის გარეთ და მის შიგნით. საბოლოოდ, ორი შავი ხვრელი ერთმანეთს უერთდება. ასეთი შერწყმის ბოლო სტადიაზე, სავარაუდოდ, გრავიტაციული ტალღების მძლავრი გამოფრქვევა უნდა მოხდეს, რომლის ბუნება არ ჰგავს სინათლისას და რომლის პირდაპირი დამზერა ახლაც ვერ ხერხდება(ხვრელისა და ანტიხვრელის შეჯახება; Advanced LIGO გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას აგრძელებს).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Qg6PwRI2uS8

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.