გრავიტაციული ლინზა: ერთი ზეახლის ოთხი გამოსახულება

 გალაქტიკათა გროვა MACS J1149.6+2223-ის გამოსახულებაზე, რომელიც ორბიტალური ტელსკოპის – ”ჰაბლი, საშუალებით 2014 წლის 10 ნოემბერს გადაიღეს, ერთბაშად ოთხი ვარსკვლავისმაგვარი ობიექტი იქნა აღმოჩენილი(აღნიშნულია S1-S4). ობიექტები, ელიფსური ფორმის გალაქტიკის გარშემო არიან განლაგებულნი(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები), რომელიც MACS J1149.6+2223-ის წევრია, წითელი წანაცვლებით z=0,544. მარჯვნივ და ზემოთ სპირალური გალაქტიკის ბირთვი მოჩანს, წითელი წანაცვლებით z=1,491. მისი სპირალური მკლავების გამოსახულება, ელიფსური გალქტიკისა და მთლიანად გროვას გრავიტაციული ლინზირებით არის დეფორმირებული. ეჭვგარეშეა, რომ ახალი ობიექტები, სპირალურ მკლავში აფეთქებული ერთი ზეახლის ლინზირებული, მრავალჯერადი გამოსახულებებია. ზეახლის ასეთნაირად აღმოჩენა პირველად მოხდა. აღმოჩენა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან დროითი დაყოვნებით გამოსახულებებს შორის და მათი გადიდების ხარისხით, გალაქტიკის მანათობელი და  უხილავი მატერიის რაოდენობის(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია), ასევე სამყაროს გეომეტრიისა და გაფართოების სიჩქარის დადგენაა შესაძლებელი(ყოვლისშემძლე ინფლაცია).

 ამ ფოტოზე რეგიონ MACS J1149.6+2223-ის გამოსახულებაა წარმოდგენილი, მიღებული ”ჰაბლის” კამერით – WFC3, ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში. ზედა მწკრივში 2010 წლის 5 დეკემბრიდან 2011 წლის 10 მარტის ჩათვლით გადაღებული ფოტოებია, შუაში კი 2014 წლის ნოემბერში. ქვედა რიგში, სხვაობა გამოსახულებათა შორის. შორეული სპირალური გალაქტიკის მკლავის გრავიტაციული ლინზირებით დამახინჯებული გამოსახულება, გალაქტიკა-ლინზას გარშემო წრეს წარმოქმნის, რომელშიც წყაროები S1-S4 მდებარეობენ. ნათელი ზოლები გამოსხულებაზე, ახლოს მდებარე ვარსკვლავების დიფრაქციული სხივებია(დიფრაქცია).

 განცხადება აღმოჩენის შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნდა(arXiv:1411.6009). ავტორებმა ზეახალს ” SN რეფსდალი” უწოდეს, რადგან ზუსტად 50 წლის წინათ, 1964 წელს, ნორვეგიელმა ასტროფიზიკოსმა სიურ რეფსდალმა, ზეალხების გრავიტაციული ლინზირებით გალაქტიკების მასათა დადგენისა და ჰაბლის მუდმივას შემოწმების შესახებ ნარკვევი წარმოადგინა(რეკორდულად შორეული გრავიტაციული ლინზა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.