სამყაროში ყველაფერი სფერული ფორმის მიღებისკენ მიისწრაფის. ის გაზ-მტვროვანი ღრუბელი, რომლისგანაც ვარსკვლავი ჩნდება, ცენტრში უფრო მკვრივია და შესაბამისად, მომავალი ვარსკვლავის ძირითადი მასაც იქ არის თავმოყრილი. მასა კი თვითონ არის გრავიტაციის წყარო, გარე ფენებზე ყველა მიმართულებით!!! ერთნაირად მოქმედებს და ცენტრის გარშემო აკავებს გაზს. ვარსკვლავისთვის სფეროს ფორმის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე მყარი სხეულისთვის (მაგალითად, დედამიწა, ყველაზე მაღალი კუთრი სიმკვრივის პლანეტა მზის სისტემაში, სამი ერთმანეთში შერწყმული რაგბის ბურთის ფორმისაა, ე.წ. გეოიდი (გრავიტაციული კარტოფილი…), სამღერძიანი ელიფსოიდი), რადგან მისი შემადგენელი მატერია გაზია (პლაზმა) და ადვილად ნაწილდება (გადაედინება) ცენტრალური, მასიური ბირთვის გარშემო (მზის საშუალო სიმკვრივე მარილიანი წყლის სიმკვრივის ტოლია).
შორიდან, ვარსკვლავები და მზეც, ბურთის ფორმისაა, თუმცა მათი ზედაპირის ფორმა შორს არის იდეალურიდან, ის მდუღარე წყალს შეიძლება შევადაროთ, რომელშიც ცხელი და შედარებით ცივი შემადგენელი მუდმივად ადგილს უცვლი ერთმანეთს (კონვექცია). მზე პულუსებთან შებრტყელებულია, რაც ასევე ცენტრიდან მოქმედი მიზიდულობის ძალითა და ღერძის გარშემო ბრუნვით არის გამოწვეული. პოლუსთან ახლო და ეკვატორული ნაწილების ბრუნვის სიჩქარე განსხვავებულია.
იდიალურთან ახლოს, თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავები თუ იქნება, მათი შემადგენელი ნივთიერება უკიდურესად მყარია, მაქსიმალურად ჩაპრესილი უძლიერესი გრავიტაციის მიერ, გაცილებით პატარა სივრცეში (20კმ-მდე ნეიტრონულის შემთხვევაში), ვიდრე მისი წარმომშობი ვარსკვლავის ზომა იყო (რამდენიმე მილიონი კილომეტრი).
ნახეთ ვიდეო, რომელშიც წყალი, კოსმოსში რა თქმა უნდა, სფერულ ფორმას იღებს ზედაპირული დაჭიმულობის ძალის გამო. ვარსკვლავის შემთხვევაში, ამას გრავიტაცია აკეთებს.