ძველეგვიპტური მძივის ნაწილებს, არამიწერი წარმოშობა შეიძლება ჰქონდეს(Nature News).
მძივზე ასაცმელი ცხრა ცალი ქვა, რომლებიც 1911 წელს გიზაში აღმოაჩინეს(ქაიროდან 70 კილომეტრის მანძილზე, სამხრეთით) და რომელთა ასაკი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3300 წლითაა შეფასებული, ეგვიპტის ყველაზე ძველი რკინის არტიფაქტებია. თუმცა, საიდან მოხვდა აქ რკინა, რეგიონში ფოლადის გამოდნობა ხომ რამდენიმე ათასეული წლის მერე ისწავლეს? ამ ფაქტის ასახსნელად მეცნიერებმა მისი არამიწიერი წარმომავლობის შესახებ წამოაყენეს ჰიპოთეზა, რაზეც რკინის მეტეორიტებისთვის დამახასიათებელი, ნიკელის მაღალი შემცველობაც მეტყველებს. უფრო გვიანდელ ნაშრომებში მეტეორიტული ჰოპოთეზა ეჭვქვეშ იქნა დაყენებული, ხოლო ნიკელის მაღალი შემცველობა შემთხვევითი მინარევებით აიხსნა, არტიფაქტში დნობის განხორციელების ადრეული მცდელობების დროს მოხვედრით. თან მძივის უფრო გვიანდელმა, დაჟანგული ზედაპირების ანალიზმა, ნიკელის დაბალი შემცველობა აჩვენა.
ამ საკამათო თემაზე წერტილის დასასმელად ბრიტანელმა მეცნიერებმა მძივი მანჩესტერის მუზეუმისგან ითხოვეს და ნიმუშის ანალიზისთვის, მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი და კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს. მუზეუმის თანამშრომლებმა არტიფაქტის გაჭრის უფლება მკვლევარებს არ მისცეს, თუმცა, შიგა ნაწილების დათვალიერება, დროთა განმავლობაში მძივიდან ჩამოტეხილ ადგილებზე მოხერხდა. ნიკელის შემცველობა მძივის შიგა ფენებში მაღალი აღმოჩნდა – 30%, რაც მის მეტეორიტულ წარმოშობაზე მიუთითებს. კიდევ ერთი მტკიცებულების სახით მეცნიერებმა ნიმუშებში ე.წ. ვიდმანშთეთთენისეული(Wikipedia) სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებიც ასტეროიდებში ნივთიერებათა უკიდურესად ნელი გაცივებით წარმოიქმნება, რაც მზის სისტემის არსებობის ადრეულ ეტაპებზე ხდებოდა. ტომოგრაფიამ ცივი დამუშავების ნიშნები გამოავლინა: ეგვიპტელებმა, მეტალი ჯერ გააბრტყელეს, შემდეგ დაახვიეს, მასში მძივზე ასაცმელი ნახვრეტის დატოვებით.
დამწერლობის გაჩენამდე, ძველეგვიპტელების რელიგიური შეხედულებების შესახებ არაფერია ცნობილი. თუმცა მოგვიანებით, ფარაონების ეპოქაში, არსებობდა რწმენა, რომ ღმერთებს რკინის ფეხები ჰქონდათ. შესაძლებელია, მიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტებს ღვთაებრივ ნაწილებად თვლიდნენ, რამაც მსგავსი რწმენის გაჩენა გამოიწვია(არამიწიერი წარმომავლობის ქანდაკება; ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…; ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას; აკრძალული არქეოლოგია).
კაი სტატიაა.მომეწონა