მარსისკენ – ფობოსისა და დეიმოსის გავლით

 მარსისკენ მიმავალი გზა კაცობრიობამ შესაძლოა მისი პაწაწინა მთვარე ფობოსიდან დაიწყოს. ეს დამატებითი და მრავალჯერადი მისია, რომელიც ითვალისწინებს ასტრონავტების გადასხდომას ფობოსზე, ხოლო შემდეგ მარსის ზედაპირზე, შესაძლოა ეკონომიური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით უფრო მისაღები და ხელსაყრელი აღმოჩნდეს, განაცხადა ნასას მზის სისტემის კვევითი ცენტრის დირექტორმა. ამ მისიის განხორციელება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენ ვერ დაველოდებით სხვა მეორე კენედის, რომლის პრეზიდენტობის დროსაც ნასას ბიუჯეტი 4,5 პროცენტით გაიზარდა და სწორედ მაშინ მოხდა პილოტირებული დაჯდომა მთვარეზე, ხოლო დღევანდელი ბიუჯეტი მხოლოდ 0,5 პროცენტს შეადგენს.

 ნასა უკვე სერიოზულად მუშობს მარსზე და მის მთვარეებზე ფობოსზე და დეიმოსზე პილოტირბული მისიისთვის, უკვე მუშავდება ორიონის ეკიპაჟის კაფსულა, მეგარაკეტები და მომავლის ისეთი ეგზოტიკური ტექნოლოგიები, როგორიცაა თერმობირთვული გადაადგილების საშუალებები. ამ დიდ მისიას საკმაოდ დიდი თანხებიც სჭირდება, ამიტომ ნასა თანხების დაზოგვასა და მოძიებას უკვე შეუდგა.

 მარსის ორი ბუნებრივი თანამგზავრიდან(ფობოსი და დეიმოსი), უფრო დიდი და პლანეტასთან  ახლოს მყოფი ფობოსია. ის 1877 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ასაფ ჰოლმა აღმოაჩინა, ატარებს ბერძნული ღვთაების სახელს, რომელიც შიშს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ წითელ პლანეტას უკვე დიდი ხანია იკვლევენ, ჩვენ აქამდე ძალიან ცოტა ვიცით ფობოსის შესახებ. ბევრი დეტალი, დაკავშირებული ამ თანამგზავრთან, მეცნიერთათვის საიდუმლოდ რჩება, მისი გრავიტაციული ველის ჩათვლით.

 ფობოსი გიგანტურ კარტოფილს ჰგავს. მისი დიამეტრი 22,2 კილომეტრს უტოლდება.

 ფობოსი, მარსის ცენტრიდან პლანეტის 2,77 რადიუსის ტოლი მანძილითაა დაშორებული და მის გარშემო შემოვლას 7 სთ. 39წთ. 14წმ. ანდომებს, რაც მარსის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის დროზე მეტია. ამის გამო მარსულ ცაზე ფობოსი დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთში ჩადის. მცირე მასის გამო არ გააჩნია ატმოსფერო. უკიდურესად მცირე საშუალო სიმკვრივე მის ფორებიან სტრუქტურაზე მეტყველებს, სიცარიელეს მოცულობის 25-45% უკავია. ღერძის გარშემო ბრუნვის დრო მარსის გარშემო ბრუნვის დროს ემთხვევა, რის გამოც, როგორც მთვარე, პლანეტისკენ სულ ერთი მხრითაა შებრუნებული. მისი ორბიტა ე.წ. როშის ზღვარს შიგნითაა და თავისი სიმტკიცით ჯერ კიდევ ახერხებს მთლიანობის შენარჩუნებას. ორბიტის ასეთი მდებარეობის გამო ფობოსს შემადგენელი ქანები წყდება, რაც მის ზედაპირზე სიცარიეელებისა და ბზარების გაჩენას იწვევს. მარსის მიზიდულობის ძალა ფობოსის მოძრაობას ანელებს, რაც მისი, პლანეტის ზედაპირზე დაცემით დამთავრდება. ფობოსზე არის კრატერები, მათ შორის ყველაზე დიდის სახელია „სტიკნი“.

 როგორ გამოიყურება მარსის თანამგზავრი ფობოსი? ამ უცნაური ობიექტის უკეთ დასათვალიერებლად, ვირტუალური ვიდეოფილმი, რომელიც თანამგზავრის ბრუნვის დემონსტრირებას ახდენს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური აპარატის „მარს-ექსპრესი“-ის მიერ გადმოცემული ფოტოებით არის გაკეთებული. სინამდვილეში, ეს ბრუნვითი მოძრაობა ციფრული ილუზიაა – ფობოსი წითელი პლანეტისკენ ყოველთვის ერთი მხრით არის მობრუნებული, როგორც მთვარე დედამიწისკენ, რაც მოქცევის ძალით არის გამოწვეული(მთვარის მეორე მხარის ამოხსნა). ვიდეოფილმი თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს ფობოსის უფრომო და უჩვეულოდ ბნელ ზედაპირს, რომელიც კრატერებითა და ღრმულებით არის დაფარული. თანამგზავრის შიდა სტრუქტურა ისევ კვლევების საგნად რჩება, რადგან მისი სიმკვრივე იმაზე გაცილებით ნაკლებია, რასაც მთლიანად კლდისაგან შემდგრაი ობიექტისგან უნდა მოველოდეთ. ფობოსის ორბიტის სიმაღლე ყოველწლიურად მცირდება დაახლოებით 1 სანტიმეტრით მცირდება. დაახლოებით 50 მილიონი წლის მერე ის დაიშლება და მარსის ზედაპირზე დაეცემა. ამ უცნაური მიკროსამყაროს უკეთ გასაგებად, „მარს-ექსპრესმა“ თანამგზავრთან ყველაზე უფრო ახლო ფრენა უნდა განახორციელოს.

httpv://www.youtube.com/watch?v=7MMOCw21D4w

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

2 comments

  1. გრავიტაცული ველი გააჩნია?გრავიტაციაზე არაფერია სტატიაში 🙁

  2. აუცილებლად, ისე სად ჩაეჭიდებოდა მარსი? ოღონდ ძალიან სუსტი, როგორც დაბალი სიმკვრივის ობიექტს ეკადრება…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.