ფობოსის ღარები და ახალი კრატერი მარსზე

მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ გაჩნდა უცნაური ღარები წითელი პლანეტის ერთ-ერთ თანამგზავრზე.

 ფობოსი(“მარს-ექსპრესმა” ფობოსის გრავიტაცია გაზომა), მარსის ორი თანამგზავრიდან ერთ-ერთია, რომელიც ამერიკელმა ასტრონომმა ასაფ ჰოლმა 1877 წელს აღმოაჩინა.

 ფობოსს სამღერძიანი ელიფსოიდის ფორმა აქვს(როგროც დედამიწას). ზომებით 26,8×22,4×18,4 კილომეტრი. უკიდურესად მცირე მასის გამო არ გააჩნია ატმოსფერო.

 წარმოდგენილი ფოტოსურათი, მარსის ორბიტალურმა მზვერავმა(MRO – მარსის ორბიტალური მზვერავები) 6800 კილომეტრის მანძილიდან გადაიღო.

 მკვლევართა თქმით, მილიარდობით წლის წინ მარსმა მრავალრიცხოვანი მასშტაბური ზემოქმედებები გადაიტანა, რის გამოც ფობოსმაც იზარალა.

 1976 წელს ”ვიკინგი”-ს მიერ გადაღებულ ფოტოზე მეცნიერებმა უამრავი პარალელური ღარები აღმოაჩინეს, არხებისმაგვარი ჩაღრმავებებით. ჰიპოთეზები ბევრია, თუმცა ამ ჩაღრმავებათა წარმომავლობა ისევ გამოცანად რჩება.

 ”მარს ექსპრესიდან” გადმოცემული ახალი ფოტოების გამოყენებით, ფობოსის რუკაზე ჩაღრმავებათა მეტი დეტალების დატანა მოხერხდა. ახალი კვლევის წამყვანი ავტორი, ბრიტანელი პლანეტოლოგი ჯონ მიურეი თვლის, რომ ფობოსის ღარები, მარსზე მომხდარი ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა.

 ამოფრქვევვები და აფეთქებები მარსის ზედაპირზე ერთად-ერთი ახსნა ვერ იქნება, რადგან მოდელირება სხვა ფაქტორებსაც ავლენს, ამბობენ კვლევის ავტორები.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=q9WLOBEFDy0

 MRO-ს კამერებმა ახალი კრატერი დააფიქსირეს, რომელიც მარსის ზედაპირზე მეტეორიტის ვარდნის შედეგად გაჩნდა(NASA).

 ციური სხეულის ვარდნის ზუსტი თარიღის დადგენა, ვარდნამდე და შედმეგ გადაღებული ფოტოებით მოხერხდა. ნახევარი სტადიონის ზომის კრატერი 2012 წლის მარტში გაჩნდა. მოვლენას, ალბათ, მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროში მომხდასრი აფეთქება უსწრებდა წინ, როგორც ჩელიაბინსკის მეტეორიტის შემთხვევაში დედამიწაზე. კრატერის გაშემო, მარსული ზედაპირის ქვემოდან ამოტყორცნილი შედარებით მუქი ფერის ქანებით, 8 კილომეტრი დიამეტრის ლაქა წარმოიქმნა.

marsze axali krateri

 HiRISE-მ ძირითადის ახლოს სხვა პატარა კრატერებიც დააფიქსირა, რომლებიც, ალბათ, კრატერიდან ამოცვენილი ფრაგმენტების კვლებს წარმოადგენენ. სხვა ახალ კრატერებთან შედარებით, ის არც თუ ისეთი ღრმაა, თან წაგრძელებული ფორმა აქვს – 48,6/43,5 მეტრი. ჩამოვარდნილი ობიექტის დიამეტრი 3-5 მეტრი იქნებოდა, ანუ იყო სამჯერ პატარა, ვიდრე ჩელიაბინსკის მეტეორიტი.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=vBEXJ_YDU6E

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.