დედამიწის ზუსტი ფორმა

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) მეცნიერებმა გეოიდის დღეისათვის ყველაზე ზუსტი მოდელი წარმოადგინეს. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალური საიტი იუწყება. რუქის შესადგენად მეცნიერებმა გამოიყენეს აპარატ GOCE(გრავიტაციული ველისა და ოკენის მუდმივი დინებების შემსწავლელი თანამგზავრი)-დან მიღებული მონაცემები. აპარატის ბორტზე დაყენებულია უზუსტესი აქსელერომეტრები, რომელთა საშუალებითაც მოხდა დედამიწის გრავიტაციული ველის ზუსტი გაზომვები. მონაცემების შეგროვება 2 წელი გრძელდებოდა.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Ik8FNwPlf3U

 GOCE(გრავიტაციული ველისა და ოკენის მუდმივი დინებების შემსწავლელი თანამგზავრი) გეოიდის ცნება პირველად შემოიღო ჰაუსმა 19-ე საუკუნეში, როგორც ”დედამიწის მათემატიკური ფორმა”. ფიგურა დედამიწის გრავიტაციული ველის ექვიპოტენციალურ ზედაპირს წარმოადგენს. ასეთი ფორმა ექნებოდა პლანეტას თუ ოკეანეებში არ იქნებოდა დინებები(ანუ თუ წყალი იქნებოდა უძრავი ზედაპირის მიმართ), მოქცევები, ხოლო კონტინენტების ზედაპირი იქნებოდა დაღარული ღრმა და ვიწრო არხებით, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებდნენ ოკეანეებს და საშუალებას მოგვცემდნენ გაგვენსაზღვრა ”ზღვის დონე” მოცემულ წერტილში. ამ დროს დედამიწის ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება გეოიდისგან. ტექტონიკური ბაქნების გამყოფი საზღვარი გრავიტაციულ რუქაზე, იაპონიასთან ახლოს.

httpv://www.youtube.com/watch?v=YPz6k0wTD4E

  აპარატი GOCE 2009 წლის 17 მარტს გაუშვეს ორბიტაზე კოსმოდრომ პლესეცკიდან(რუსეთი), რაკეტამატარებელ ”როკოტის” საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ზონდი ასღჭურვილია იონური ძრავათი – გარემოდან იგი ქსენონს აგროვებს და ელექტრული მუხტების საშუალებით აიონიზირებს(ელექტრობის წყარო მზის ბატარეებია), რათა შემდეგ გამოიყენოს, როგორც რეაქტიული გამწევი ძალა.

(არქივიდან) იონურმა ძრავამ რეკორდი მოხსნა კოსმოსური ზონდი Dawn, რომელიც ასტეროიდების შესასწავლად შეიქმნა, იონური ძრავას საშუალებით რეკორდულად აჩქარდა. ასეთ ძრავაში ქიმიური საწვავის მაგივრად იონიზირებულ გაზს(ქსენონს) იყენებენ. გამწევი ძალა ამ გაზის ელექტრული ველით რაკეტის მორაობის საპირისპიროდ აჩქარებით მიიღება(რეაქტიული მოძრაობა). მისი უარყოფითი მხარეა აღნიშნული ძალის სიმცირე. ასეთ მოწყობილობას არ შეუძლია ორბიტაზე გაიტანოს კოსმოსური აპარატები პლანეტის ზედაპირიდან. სამაგიეროდ ღია კოსმოსში მას კონკურენტი არ ჰყავს. იონების აჩქარება შესაძლებელია 50-ჯერ მეტი სიჩქარით ვიდრე ქიმიური საწვავის წვით მიღებული გაზების სიჩქარეა. Dawn-მა ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 165 კგ ქსენონი დახარჯა და რეკორდულ აჩქარებას მიაღწია – 15 კმ/წმ. მეცნიერები აპარატის 8 წლიანი მისიის განმავლობაში სიჩქარის კიდევ 11 კმ/წმ.-ით გაზრდას ვარაუდობენ. ზონდი გამოიკვლევს მარსაა და იუპიტერს შორის არსებულ მთავარ ასტეროიდულ სარტყელს, კერძოდ კი ყველაზე დიდ ასტეროიდ ცერერას და ყველაზე კაშკაშა ვესტას.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.