ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც იელის(კალიფორნია) უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობენ, ადამიანის მიერ გამოკვლეული კოსმოსის საზღვრები ეპოქამდე გადაწია, რომლის დროსაც ჩვენი სამყაროს ასაკი დღევანდელის 5%-ს შეადგენდა.
ამ მეცნიერთა კოლექტივმა განსაკუთრებულად ელვარე გალაქტიკა აღმოაჩინა, რომლამდე მანძილიც 13 მილირდ სინათლის წელს აჭარბებს. აღმოჩენა კეკის(ჰავაი) ობსერვატორიიდან, 10 მეტრის ზომის სარკითა და სპეციალური ინსტრუმენტით – MOSFIRE(კეკის ობსერვატორიის უახლესი სპექტრომეტრი), აღჭურვილი ტელესკოპით მოხერხდა. აქამდე აღმოჩენილთა შორის, ეს გალაქტიკა, აღნიშვნით – EGS-zs8-1, ყველაზე უფრო შორეულია.
მზიდან დედამიწამდე მოსასვლელად სინათლეს 8 წუთზე(8 სინათლის წუთი) ცოტა მეტი სჭირდება, ხოლო იმ გალაქტიკებიდან, რომელთაც დღეს ყველაზე უფრო ძლიერი ტელესკოპებით ვხედავთ, მილიარდობით წლები, ამიტომ მათ ისეთებს ვხედავთ, როგორებიც მილიარდობით წლის წინათ გამოიყურებოდნენ.
გალაქტიკის მიერ იმ დროისათვის დაგროვებული მასა, ჩვენი გალაქტიკის – ირმის ნახტომი, დღევანდელი მასის 15%-ს შეადგენდა. ამისათვის EGS-zs8-1-ს სულ რაღაც 670 მილიონი წელი დასჭირდა. გალაქტიკაში სწრაფი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს, 80-ჯერ მეტი სიჩქარით, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში” – ამბობს პასკალ ოეში, კვლევის ერთ-ერთი ავტორი იელის უნივერსიტეტიდან(მასიური გალაქტიკები სამყაროს კიდეზე).