ხელებისა და ფეხების გარეშე
1. ხელები არა აქვთ და ვერც გამოგვიწვდიან. ეს ხუმრობით, მაგრამ რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ სხვა პლანეტების მაცხოვრებელნი, თუნდაც მწვანეები, ადამიანებს უნდა ჰგავდნენ: ხელები, ფეხები, თავი. შიძლება ორთავიანები არიან, თუმცა არც თვალები აქვთ და არც ცხვირი, არც სხვა ადამიანური ატრიბუტიკა. უცხოები იმდენად განსხვავებულები შეიძლება აღმოჩნდნენ, რომ ჩვენ შეიძლება ყოველდღიურად ვხვდებოდეთ, თუმცა ვერ ვამჩნევდეთ მათ.
ზოოპარკი
2. ე.წ. ზოოპარკის ჰიპოთეზა, რომელიც 1973 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ჯონ ბელმა წარმოადგინა. უცხოებმა ჩვენს შესახებ იციან, გვხედავენ, გვაფასებენ, შეიძლება, ნიძლავდებიან კიდეც, თუ რომელი ქვეყანა უფრო მაგარი იქნება, ან რომელი მოიგებს ომში, თუმცა ნიძლავის წესებს არ არღვევენ და დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებში არ ერევიან. ჩვენ მათთვის ცხოველები ვართ, რომლებმაც სულ ახლახანს დაიწყეს ”გალიის” მიღმა საყაროს ათვისება. შესაძლებელია, ისინი, ჩვენს მარსულ მისიებს ისევე აფასებენ, როგორც ჩვენ მაიმუნის მცდელობას, ჯოხით მიწვდეს გალიის ახლოს დადებულ ბანანს. შემდეგ კი…
მოსაწყენები ვართ
3. მაიმუნის ასეთ ქმედებაზე ყურება მხოლოდ 15-20 წუთი თუ იქნება საინტერესო, ბავშვიც ნახავს, შემდეგ კი სახლისაკენ, გაცილებით სერიოზული საქმეების საკეთებლად. ადამინების ზოოპარკის მონახულება რამდენიმე თვის მერეც იქნება შესაძლებელი. არ არის გამორიცხული, რომ განვითარების გარკვეულ დონზე ასვლის მერე – თუნდაც არატექნოგენურის, არამედ მორალურის – სხვანაირად რომ ვთქვათ, მაიმუნიდან ადამიანად ქცევის შემთხვევაში, უცხოებისთვის მოსაწყენები ალბათ აღარ ვიქნებით. სწორედ ამ დროს მოხდება ნამდვილი, სრულფასოვანი კონტაქტი ხელის ჩამორთმევით(თუ აქვთ), მეგობრობისა და ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობის დაპირებით.
სხვა დრო
4. ამ მომენტისთვის ჩვენ და ”ისინი” განსხვავებულ დროით მონაკვეთებზე ვართ. დავუშვათ, რომ სიცოცხლე მარსზე რამდენიმე მილიარდი წლის წინათ არსებობდა. ჩვენს გამოჩენამდე რამდენიმე მილიონი წლით ადრე მარსელები დაიხოცნენ, ახლა კი მათ კვალს ვეძებთ. რამდენიმე მილიონი წლის მერე(ან უფრო ადრე) უკვე კაცობრიობა დაასრულებს გასავლელ გზას, გარკვეული დროის გავლის მერე კი კენტავრის ალფას მაცხოვრებლები დაიწყებენ თავიანთი ”ცნობისმოყვარეობა”-თი იმის გარკვევას, იყვნე თუ არა დედამიწაზე მოაზროვნე არსებები, ან იყო თუ არა საერთოდ სიცოცხლე.
მარტონი ვართ
5. არანაირი უცხოპლანეტელები არ არსებობენ. დედამიწაზე მოაზროვნე არსებების გაჩენა იმდენად იშვიათი და უნიკალური პირობების დამთხვევით მოხდა, რომელთა გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელია. მარტონი ვართ და ყოველთვის ასე იქნება. ასე რომ ამოირჩიეთ, რომელი ვარიანტი უფრო მოგწონთ, ან მოიფიქრეთ საკუთარი, უცხოპლანეტელებს არ ეწყინებათ:).
უცხოების მდუმარების ხუთი მიზეზი
Posted by
albat meotxe variantia yvelaze normaluri :))))
saintereso postia momwona 🙂