უდაბნოს თეთრი მზე?

 წითელი მზის ფენომენი, ატმოსფეროში მზის სინათლის გაფანტვის გამო ჩნდება. რაც უფრო მეტი მტვრის ნაწილაკია ჰაერში, მით უფრო წითელია მზის ჩასვლა. მზის ჩასვლის ფერები, როგორც წესი, უფრო კაშკაშაა, ვიდრე მზის ამოსვლის ფერები, რადგან საღამოს ჰაერი დილის ჰაერთან შედარებით მეტად არის დაბინძურებული.

 ჩვენს მთავარ მნათობს ყოველთვის ყვითელი ფანქრით ვხატავთ. kavsadzeთუ მზე ჰორიზონტთან ახლოსაა – ნარინჯისფრად, თუ მაღლაა – ყვითლად. მზე ე.წ. ”ყვითელი ჯუჯა” ვარსკვლავების ტიპს ეკუთვნის, ანუ ფანქრის ფერს სწორად ვირჩევთ. ამავე დროს, არსებობს მხატვრული ფილმი – ”უდაბნოს თეთრი მზე”. თეთრი? (სსრკ, ერთ-ერთ მთავარ როლში კახი კავსაძეც გვევლინება. არანაირი კავშირი ასტრონომიასთან).

 ის მართლაც თეთრია და ინტერნეტში ნანახი, ზედაპირული და კოსმოსური ობსერვატორიებით გადაღებული მზის ნარინჯისფერი იერი შეცდომაში ნუ შეგვიყვანს. ასეთ ფოტოებზე, როგორც წესი, მდუღარე ნარინჯისფერ ჯოჯოხეთს ვხედავთ, რადგან ეს ფერები ხელოვნურია, დეტალების უკეთ აღსაქმელად. თვალისთვის, მზე თეთრია, მით უმეტეს თუ ეს თვალი ატმოსფეროს გარეთ იმყოფება. მზის გამოსხივების სპექტრის შესწავლით დადგენილია, რომ ყველაზე ინტენსიურად მზე ხილული დიაპაზონის მწვანე ნაწილში ასხივებს, თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ დედამიწის ატმოსფერო მოყვითალო-წითელი ფერის ტალღებს უფრო უკეთ ატარებს, ვიდრე მოკლე, მომწვანო-იისფერი დიაპაზონის ტალღებს. ჰორიზონტთან ახლოს, მზის სხივები მეტი რაოდენობის ჰაერს გადის, ამიტომ მნათობი მოწოთალო ელფერს იღებს. ზენიტთან ახლოს კი ღია ყვითელი ხდება. მზეს ყველანაირი ბოლი თუ ატმოსფეროს სხვა ოპტიკური დამაბინძურებლებიც ”აყვითლებს”. აი რატომ არის უდაბნოში, რომლის თავზეც სუფთა და უღრუბლო ცაა, მზე თეთრი, ანუ ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის (თინდალის ეფექტი).mzis udides laqebi

 ”ყვითელი ჯუჯები”, რომლებიც სინამდვილეში თეთრია, ზედაპირული ტემპერატურით 5000-6000 კგრადუსამდე, თეთრად კაშკაშებენ. ნაკლებად მწველი ზედაპირი მოწითალო-ნარინჯისფერ ვარსკვლავბს აქვს (3000 გრადუსი), ხოლო ცისფერ სპექტრში ცისფერი გიგანტები ასხივებენ, ზედაპირული ტემპერატურით 10 000 გრადუსი და მეტი. აღსანიშნავია, რომ არსებობენ ”თეთრი ჯუჯებიც”, უფრო მეტიც, ევოლუციის დასასრულს მზეც ერთ-ერთი მათგანი გახდება. წითელი გიგანტის ფაზის გავლის მერე, ჩვენი მნათობი გარე გაზის გარსს მოიშორებს, რომელიც ნისლეულად გადაიქცევა, ხოლო მზის ადგილზე ზემკვრი, ძალიან მასიური, პატარა და კაშკაშა, დედამიწის ზომის ბირთვიღა დარჩება (ჩანდრასეკარის ზღვარი). ეს ყველაფერი დაახლოებით 8 მილიარდი წლის მერე მოხდება (მზის ნამდვილი ფერები; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.