უკვე დიდი ხანია ფიზიკოსები მეზონებზე(შედგენილი, არა ელემენტარული ნაწილაკები, ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონები) ნადირობენ, რომლებიც კვარკ-ანტიკვარკულ სქემაში ვერ ეწერებიან(ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი). ორი ნაწილაკი კანდიდატი – X(3872) და Z(4430) არიან. პირველში ეკზოტიკური მეზონის დანახვა ძნელია, რადგან ეს ნაწილაკი მომხიბვლელ-ანტიმომხიბვლელ წყვილს ჰგავს და თავის ეკზოტიკურობას აშკარად არ ავლენს(არომატული კვარკები). სამაგიეროდ ნაწილაკი Z(4430) აშკარად ეკზოტიკურია, ის, სხვა მეზონებში არ შეგეშლება(news.softpedia.com).
ფიზიკოსთათვის ამ შედეგში სენსაციური არაფერია. არსებობს რაიმე მოულოდნელისა(მაგალითად, სამყაროს აჩქარებული გაფართოება) და ნავარაუდევის(მაგალითად, ჰიგსის ბოზონის) აღმოჩენა, თუმცა რაიმეს საბოლოოდ აღმოჩენაც არსებობს, რაც უკვე ცნობილი იყო, თუმცა ფიზიკოსები მის ინტერპრეტაციაში არ იყვნენ დარწმუნებულნი.
ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ნამდვილად ახალი სორტის მატერიის აღმოჩენა იყო. ნაწილაკი Z(4430) – ერთ-ერთია რამდენიმე ასეულ ადრონს(ატომი)ეს ნაწილაკები კვარკებისგან შედგებიან)) შორის. ეს ადრონი უჩვეულო თვისებებით გამოირჩევა, რაც ფიზიკოსებს კვარკებს შორის ურთიერთქმედების შესახებ წარმოდგენის შექმნაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, ის იმავე კვარკებისგან შედგება, რომლებიც ადრეც იყვნენ ცნობილნი. უკვე ცნობილი ატომებისგან ახალი ქიმიური შენაერთის მიღებას შეიძლება შევადაროთ(ტეტრაკვარკი: ადრონული მოლეკულა; დიდი ადრონული კოლაიდერი).