ნასას მარსმავალმა მეთანის შემცველობის ზრდა დააფიქსირა, გაბურღვით აღებულ სინჯებში ორგანული მოლეკულები აღმოჩნდა, რაც პალენტაზე ახლა ან წარსულში არსებულ სიცოცხლეზე შეიძლება მოუთითებდეს(NASA).
”ცნობისმოყვარეობას” მმართველი ჯგუფი ამ გაზის წყაროზე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, ის ბიოლოგიურიც შეიძება იყოს და არაბიოლოგიურიც, თუმცა დედამიწისეული მეთანის 95%-ს მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ(მიკრობი, რომელმაც სიცოცხლე კინაღამ გაანადგურა). მეთანის ცხოველური წარმომავლობის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევებვის ჩატარებაა საჭირო(”ცნობისმოყვარეობამ” მეთანის კვალი ვერ აღმოაჩინა).
ფხვნილად ქცეულ სინჯში ნანახი ნახშირბადის შემცველი მოლეკულები იმის მტკიცებულება შეიძლება იყოს, რომ მარსზე არის ან იყო მიკროორგანიზმები.
მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” გეილის კრატერშია, პლანეტის ეკვატორზე. მის მიერ ადრე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აქ ტბათა სისტემა არსებობდა. ატმოსფერო კი ნულზე მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა(სიცოცხლე მარსზე).
”ცნობისმოყვარეობა”(ყველაზე მაგარი მანქანა…) მარსის ზედაპირზე, გეილის კრატერში, 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა(შიშის 7 წუთი). აპარატს 75 სანტიმეტრის სიმაღლის წინაღობის გადალახვა და ადგილზე შემოტრიალება შეუძლია. ეს პროექტი ნასას 2,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა(მარსიდან ვართ?!; მარსმავლები; ცრუ მეთანმა ეკზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობა გამორიცხა).