დასაშვები მოდულისა და ყველგანმავალი ”პასტერი”-ს დასაჯდომად(cosmos.ru), მარსზე ოთხი სავარაუდო რაიონია არჩეული. გადაწყვეტილება რუსულ-ევოპული მისია ”ეკზომარსის” პირველ სემინარზე მიიღეს, რომელიც მადრიდში 2014 წლის 26-28 მარტს ტარდებოდა.
კრიტერიუმები, რომლებსაც რაიონი-კანდიდატები უნდა პასუხობდნენ, შემდეგია:
ზედაპირის ასაკი – 3,6 მილიარდ წლამდე(სავარაუდოდ, ამ პერიოდში მარსზე თხევადი წყალი არსებობდა);
წყლიანი გარემოს კვლები, რომლებიც დისტანციური დამზერით მიღებულ მონაცემებში ჩანან;
გაშიშვლებული დანალექი ქანები;
მთის ქანები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ დასაშვებ ელიფსში ყვებოდეს, რათა მარსმავალს მათთან მიახლოება შეეძლოს;
მტვრის მცირე რაოდენობა, რადგან ენერგიით მარსმავალს მხოლოდ მზის ბატარეები მოამარაგებნ.
სემინარზე ოთხი სავარაუდო ადგილი იქნა ამორჩეული, ეკვატორიდან 25 გრადუსიან განედამდე ჩრდილოეთით – ხეობა Mawrth, პლატო Hypanis და ”ჭაობი” Oxia. ეს რაიონები საკმაოდ ვრცელია, თუმცა აპარატის დასაშვები ელიფსის ზომა მცირე – 104/19-ზე კილომეტრი. რაიონების დამატებით კვლევებს ამერიკული MRO(მარსის ორბიტალური მზვერავი(მარსის ორბიტალური მზვერავები)) ჩაატარებს, მაღალი გარჩევაოდბის კამერით HiRISE-ეთი და სპექტრომეტრით CRISM(მინერალური კონტექსტის შესაფასებლად).
”ეკზომარსის” მეორე ნაწილის რეალიზაციისას, რომელიც კოსმოსში 2018 წლის მაისში უნდა გავიდეს, პლანეტაზე მარსმავალი ”პასტერი” და საკვლევი აპარატურით აღჭურვილი პლათფორმა დაეშვებიან(თხევადი წყალი ახლანდელ მარსზე).