მთვარიდან დანახული მზის დაბნელება

 მომხდარა თუ არა ოდესმე მზის დაბნელებაზე დაკვირვება მთვარიდან? mzis dabneleba mtvaridanკი, პირველად ეს 1967 წელს მოხდა და მომავალ კვირასაც შეიძლება განმეორდეს. 1967 წელს, ავტომატურმა აპარატმა ”ტოპოგრაფი 3”, დედამიწის ათასობით ფართოკუთხიანი სურათი გადაიღო, რამდენიმე მათგანზე ჩანს, თუ როგორ გადის დედამიწა ზუსტად მზის წინ. რამდენიმე ასეთი ფოტო ნასას არქივებიდან ამოიღეს და ამ ვიდეორგოლში გააერთიანეს. გამოსახულება საკმაოდ უხარისხოა, თუმცა კარგად ჩანს, როგორ გარდატეხა ატმოსფერომ სინათლე, ასევე ბეილის მძივები, ადგილებში, სადაც სინათლე ღრუბლებით არის ბლოკირებული. ორი წლის მერე, 1969 წელს ”აპოლო 12”-ის ეკიპაჟმა კიდევ ერთი დაბნელება საკუთარი თვალით ნახა.

bailysbeadsბეილის მძივები.

 2009 წელს, იაპონურმა ავტომატურმა აპარატმა – ”კაგუია”, მთვარის ორბიტიდან მსგავსი დაბნელების მაღალი გარჩევადობის ფოტოები გადაიღო. მომავალ კვირას ჩინური აპარატი ”ჩანე-3” მთვარემავალ ”იუითუ”-სთან ერთად დედამიწის მიერ გამოწვეული ახალი მზის დაბნელების მოწმენი შეიძლება გახდნენ. ამ მოვლენის მოწმე, 15 აპრილს, ნასას LADEE-ც გახდება, ის მთავრესთან ახლო ორბიტაზე მოძრაობს და მალე მის ზედაპირზე დაეცემა. ადამიანები ამ მოვლენას სხვა კუთხით დაინახავენ – ჩვენთვის ეს, მთვარის სრული დაბნელება იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.