ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი აპარატი ”როზეტა”, თავის სამიზნესთან – კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო, მიახლოებასთან ერთად სულ უფრო მაღალი ხარისხის ფოტოსურათების გადაღებას ახერხებს. კამერა OSIRIS-მა კომეტის ბირთვის გამსოახულებათა ახალი სერია გადაიღო, რომლებზეც მისი ზედაპირის უსწორმასწორობები და შიდა აღნაგობის თავისებურებებია აღბეჭდილი.
მისია ”როზეტას” სპეცილისტთა თქმით, კომეტის ორი ნაწილის ერთმანეთთან შეერთების ადგილზე(ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ორმაგი ბირთვი), ანომალური ელვარება დაიმზირება, რაც მას დანარჩენი ზედაპირისგან განასხვავებს. ასეთივე კაშკაშა ჩანართები გადაბმის ადგილიდან კომეტის ორივე ნაწილზე ვრცელდებიან.
ვარაუდები ბირთვის შემადგენელ ნივთიერებებთან დაკავშირებით ვარაუდებად იმ მომენტამდე დარჩებიან, სანამ კამერა OSIRIS-ი კიდევ უფრო ახლოდან არ გადაიღებს კომეტას.
”როზეტამ” ტემპერატურის დისტანციური გაზომვებიც ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ეს ტემპერატურა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ კომეტა მთლიანად ყინულით იყოს დაფრული. როგორც ჩანს, მას ბნელი, მტვროვანი ქერქი აქვს. ზედაპირის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -700-ია ცელსიუსით. ყინულოვანი საფარის შენარჩუნებისათვის საჭირო ტემპერატურაზე 20-300 C-ით მეტი.
გაზომვები ინფრაწითელი და თერმული სპექტრომეტრის – VIRTIS, საშაულებით მოხდა, რომელიც დაკვირვებებს 13-დან 21 ივლისის ჩათვლით ატარებდა. ამ პერიოდის განმავლობაში კომეტამდე მანძილი 14 000-დან 5 000 კილომეტრამდე შემცირდა. 6 აგვისტოს “როზეტა” კომეტას ორბიტაზე გავა და მასთან ერთად 57 700 კილომეტრი საათში სიჩქარით იმოძრავებს (კიდევ თემასთან დაკავშირებით; კომეტებზე მონადირენი).