”როზეტა” გაიღვიძებს და კომეტის კვლევას შეუდგება

 მისია ”როზეტა”(Rosetta), თითქმის ათწლიანი მოგზაურობის მერე, უკვე რამდენიმე თვეში თავისი ამოცანის შესრულებას დაიწყებს. კომეტა 67 P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო ტალახიანი ყინულის გიგანტური გუნდაა, რომელშიც მზის სისტემის ჩამოყალიბების დროინდელი ნივთიერებებია თავმოყრილი(კომეტებზე მონადირენი; კიდევ ერთი გიგანტური ”ფიფქი”).
2014 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ყველაზე უფრო ამბიციური მისია კომეტის ბირთვის გარშემო ბრუნვასა და საკვლევი აპარატურის გაშლას დაიწყებს – დასაშვები აპარატი ”ფილი”(Philae), ეს უკანასკნელი საბოლოოდ კომეტის ზედაპირზე დაეშვება. კვლევის მიზნების წარმატებულად შესასრულებლად, მეცნიერები მიწაზე მდებარე ტელესკოპებსა და კომპიუტერულ მოდელირებას იყენებენ, რათა დადგინდეს, როგორ შეიცვლება კომეტის ქცევა მზესთან მიახლოებასა და კუდის ფორმირებასთან ერთად.
dhurumov_gerasimenko ”ჩვენ, კომეტაზე დაკვირვებით მისი ბირთვის ფორმა დავადგინეთ, ბრუნვის ღერძის დახრილობა, ასევე მისი აქტიურობის ცვლილებები მზის გარშემო მოძრაობისას. ყველა ეს ინფორმაცია იმისთვისაა საჭირო, რომ ”როზეტასა” და დასაშვები მოდულის ორბიტა სწორედ იქნეს შერჩეული” – ამბობს ჯესიკა აგარუოლი(Jessica Agarwal), მაქს პლანკის საზოგადოების მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტიდან(MPS).
”ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ხდება მტვროვანი კომის ევოლუცია და ფორმირება ყველა მასშტაბებზე: პატარა ძაფებიდან, რომლებიც მხოლოდ ბირთვთან ახლოს ჩანან, კომეტიდან ათი ათასობით კოლომეტრის მანძლზე გადაჭიმული დიდი სტრუქტურების ჩათვლით. კომეტა 67P საკმაოდ პროგნოზირებადია, ამაზე მზის გარშემო გაკეთებული უკანასკლნელი ორი წრეც მეტყველებს. სამხრეთი ნახევარსფერო უფრო აქტიურია, ვიდრე ჩრდილოეთი და გაზური ჭავლების სამი წყარო გააჩნია, 50 კმ/სთ.სიჩქარით(კომეტის მიმართ) მოძრავი მტვრის ნაწილაკებით” – ამბობენ მკვლევარები.  

ჩურუმოვ-გერასიმენკოს კომეტა 3D-ში.

 ღრმა კოსმოსში დიდი ხნით მოგზაურობისას შესაძლო დაზიანებებისაგან დასაცავად აპარატი ”როზეტა”(ჰიბერნაციულ) მძინარე რეჟიმში იქნა გადაყვანილი. კვლევითი ჯგუფი კოლინ სნოდგრესის მეთაურობით თვლის, რომ 67P გაზებისა და მტვრის სუბმილირებას 2014 წლის მარტში დაიწყებს – ადრე, ვიდრე ითვლებოდა, ანუ სულ ორი თვით ადრე, რაც ”როზეტას” გაღვიძების სიგნალი გადაეცემა – 2014 წლის 20 იანვარს(კომეტის საკვლევი მისია).

4 comments

  1. თვითონ ამ კომეტაზე რა ინფორმაცია არსებობს?თუ გამოჩნდება ცაზე შეუიარაღებელი თვალით?
    ან აისონზე რა ისმის?

  2. აისონი მარსთან ახლოს ჩანს დილის საათებში, ელვარებას არ უმატებს, თვლიან რომ მზესთან მიახლოებას ვერ გადაურჩება, თუმცა მისი ნარჩენებიც კარგად გამოჩნდება…

  3. ანუ უკვე ხილული გახდა შეუიარაღებელი თვალისთვის?თუ ბინოკლით მოჩანს??

  4. დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავების მაგვარ ელვარებას 21 ნოემბერს მიაღწევს 2m, ხოლო სავსე მთვარისას(-10,6 m) 29 ნოემბერს…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.