წარმოვიდგინოთ, რომ გლობალაური კატასტროფა მოხდა და იძულებულნი ვართ დედამიწა დავტოვოთ. რა დრო იქნება საჭირო პლანეტამდე მისაღწევად, რომელიც, დღეისათვის ცნობილთა შორის, ყველაზე უფრო ჰგავს დედამიწას?
Kepler 452b
ამ პლანეტის შესახებ, ორბიტალური ობსერვატორიის – ”კეპლერი”, საშაულებით შევიტყვეთ, რომელიც 2009 წლიდან ნადირობდა ეკზოპლანეტებზე. Kepler 452, მზის მსგავსი ვარსკვლავია, ზედაპირის მსგავსი ტემპერატურითა და ენერგიის გამოსავალით, რომლამდე მანძილი 1 400 სინათლის წელს უტოლდება(„კეპლერი“ მუშაობას აგრძელებს).
ზოგადად, მზეც და Kepler 452-იც, G ტიპის ყვითელი ჯუჯებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლისათვის თავსებადი ზონებიც(სივრცე ვარსკვლავის გარშემო, სადაც თხევადი წყალის არსებობაა შესაძლებელი) იდენტური აქვთ. ამასთან ერთად, ამ შორეული ვარსკვლავის გარშემო, დედამიწის მსგავს ორბიტაზე, ეკზოპლანეტა Kepler 452b ბრუნავს. იქაური წელიწადი 385 დღე გრძელდება, ხოლო დედავარსკვლავისგან მიღებული ენერგია, მხოლოდ 10%-ით აჭარბებს ენერგიას, რომელსაც დედამიწა იღებს მზისგან. ამ პლანეტის მასის პირდაპირი გაზომვა ძნელია, თუმცა მოდელირებით მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ Kepler 452b, დედამწიაზე 5-ჯერ მასიურია(თითქმის 60%-ით მეტი). როგორც ჩანს, მყარი ზედაპირის მქონე პლანეტა ძალიან ჰგავს ჩვენსას. 2-ჯერ მეტი მიზიდულობის ძალა სიცოცხლეს გაგვირთულებდა, თუმცა, ზოგადად, მაინც შესაძლებელს გახდიდა მას(თუ იქამდე მიღწევა საერთოდ მოვახერხეთ. გაუგებრობა კეპლერ-452b-სთან დაკავშირებით).
მწვანე ფერით, სიცოცხლისათვის თავსებადი ზონებია წამროდგენილი.
როგორ მოვხდეთ იქ?
დასაწყისისთვის, გავერკვეთ, რა არის სინათლის წელი. ეს არის მანძილი, რომლის გავლას სინათლის სხივი ერთი წელი ანდომებს – 9,5 ტრილიონი კილომეტრი. 1 400 სინათლის წელი კი დაახლოებით 13,3 კვადრილიონ კილომეტრს უტოლდება. თქვენთვის კარგად ცნობილი ზონდი – ”ახალი ჰრიზონტები”, რომელიც პლუტონის გამოსაკვლევად იქნა გაშვებული და რომელიც ამ ჯუჯა პლანეტის შესახებ მონაცემებს ახლაც გადმოსცემს, 50 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობს. Kepler 452b-სკენ რომ გაგვეშვა, ახალი დანიშნულების წერტილამდე მისაღწევად 26 მილიონი წელი დასჭირდებოდა.
იმ ეპოქაში, ალბათ, ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმა გადაშენებული იქნება(გადაშენება უკვე დაიწყო…).
შედარებისთვის, თნამედროვე ადამიანი 200 000 წელი ევოლუციონირბდა. ყველაზე უფრო ადრე, აფრიკიდან ჩვენ 130 000 წლის წინათ გამოვედით. ეს რიცხვი ახლოსაც კი ვერ მივა 26 მილიონ წელთან, რომელიც ჩვენ, Kepler 452b-მდე მისაღწევად დაგვჭირდებოდა.
თუ გაცილებით მეტი სიჩქარეებით მოძრაობას შევძლებთ?
სინათლის სხივის სიჩქარითაც რომ გვემოძრავა, წინაპრები, ჩვენი ერის 615 წელს უნდა გაფრენილიყვნენ, რათა Kepler 452b-მდე დღევადელი დღისთვის მიეღწიათ.
რა თქმა უნდა, სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობისას, საქმეში დროის შენელება ჩაერთვება. ხომალდზე მყოფთათვის მხოლოდ ასწლეული გაივლის, ჩვენთვის კი 1 400 წელი.
სხვა, უფრო ახლოს მდებარე პლანეტებიც ვიცით, მაგალითად, დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ეკზოპლანეტა – კენტავრის ალფას Bb, რომელიც, ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემებით, კენტავრის ალფას B-ს გარშემო უნდა ბრუნავდეს. 4,37 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტამდე მისაღწევად, თუ სინათლის სიჩქარით მოძარობა შევძელით, დედამიწისეული ოთხი წელიწადი დაგვჭირდებოდა(დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა).
მიუხედადავ ამისა, თუ კენტავრის ალფას Bb მართლაც არსებობს, მისი მონახულება სულაც არ მოგვინდებოდა, რადგან დედა ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მდებარე პლანეტა, 3-5 საათიანი ორბიტალური პერიოდით, წარმოუდგენლად ცხელია. რომელ თხევად წყალზე ან სიცოცხლეზეა საერთოდ საუბარი(პლანეტები კენტავრის პროქსიმასთან).
იმედია, მზის სისტემაში, ან დედამწიაზე, რაიმე გლობალური კატასტროფა არ მოხდება. თუმცა, გამორიცხული არაფერია და გადასახლებაზე ახლავე უნდა ვიფიქროთ.