რატომ არ დაიმზირებოდა ”ფეიერვერკი” ჩვენი გალაქტიკის ცენტრში?

 ჩვენი გალაქტიკის ცენტრამდე მანძილი 25 ათასი სინათლის წელია. კოსმოსური მასშტაბების მიხედვით, ძალიან მცირე მანძილია, თუმცა მისი პირდაპირი დამზერა მაინც შეუძლებელია, რადგან მას, სინათლის მშთანთქავი გაზისა და მტვრის სქელი ღრუბლები მალავს. რაც შეეხება სხვა დიაპაზონებს, ინფრაწითელი, რადიო და რენტგენის სხივები მაინც ახერხებს ამ ღრუბლების განჭოლვას და ცენტრში მიმდინარე მოვლენების დანახვის საშუალებას გვაძლევს.

 ცნობილია, რომ ირმის ნახტომის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი – მშლილდოსანი A* (Sagittarius A* или Sgr A*), რომლის მასა 4 მილიონჯერ აჭარბებს მზისას. ეს ობიექტი საკმაოდ მკრთალია, ხოლო მისი პერიოდული ”ციმციმი”, ხვრელის მიერ ახლო გარემო სივრციდან მატერიის არათანაბარი შთანთქმის შესახებ მოგვითხრობს. ასეთი პასიურობა, მშლილდოსანი A*-ს, სხვა გალაქტიკათა აქტიური ბირთვებისაგან განასხვავებს, რომელთა ელვარება და ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკებისგან შემდგარი ჯეტები, ხილული სამყაროს ყველა კუთხედან შეიმჩნევა.

 რამდენიმე წლის წინათ, სამი დედამიწის მასის ღრუბელი(G2) იქნა შემჩნეული, რომელსაც მშლილდოსანი A*-სთან ახლოს უნდა გაევლო, ხოლო ამ ღრუბლიდან ამოგლეჯილ მატერიას ხვრელის გააქტიურება უნდა გამოიწვია. შავ ხვრელზე, G2-ის დაცემის მომენტის ექო, ჩვენამდე 2015 წელს უნდა მოსულიყო, სხვადასხვა ტიპის გამოსხივების სახით, რომელიც ხვრელის ”კვების” შესახებ დეტალური ინფორმაციის მატარებელი იქნებოდა. ასტრონომები მოუთმენლად ელოდნენ ამ მოვლენას, თუმცა მსჰავსი არაფერი მოხდა, რისი მიზეზიც, მეცნიერთა აზრით, G2-ის მაღალი სიმკვრივე უნდა იყოს, რითაც მან ხვრელის მიზიდულობას გაუძლო და არ დაიშალა(G2 – უჩვეულო ობიექტი ირმის ნახტომის ცენტრში).

 ”ელვარე” მოვლენების ვერ დამზერის მიუხედავად, ასტრონომებმა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს, რომელიც ჰარვარდ-სმიტსონისეული ცენტრის(CfA) ასტროფოზიკოსებმა შეაგროვეს და შეისწავლეს. მათ გამოითვალეს, რომ მშლილდოსანი A*-ს მიერ მატერიის შთანთქმის რაოდენობა, წელიწადში ერთი დედამიწის მასას უტოლდება. წინა წლის განმავლობაში მისი ელვარება უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც მის ახლო სივრცეში მატერიის არაერთგვაროვან განაწილებაზე მეტყველებს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=d6XdpuEC8nE

 გარდა ამისა, CfA-მ გაზის ღრუბლების ტრაექტორია შეისწავლეს, G2-ის და მეორე, უფრო პატარა ზომის G1-ის(კიდევ ერთი იდუმალი G გალაქტიკის ცენტრში), რომელთა ტრაექტორიებიც ხვრელის გრავიტაციული ზემოქმდებისა და სხვა ფაქტორების გამო შეიცვალა. მათემატიკური ანალიზის მიხედვით, G2-სა და G1-ს მთლიანობის შენარჩუნებაში, ხვრელის შემომფარგლავ კიდევ უფრო დიდი ზომის, გაიშვიათებულ ღრუბელში შესვლა დაეხმარა. მოლეკულური გაზისგან შემდგარი ეს უზარმაზარი ტოროიდალური ღრუბელი, ხვრელიდან 4 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და მისი ”საკვებით” მომარაგების ძირითად წყაროს წარმოადგენს და არა კოსმოსის ამ ნაწილში ვარსკვლავების ქარით მოტანილი გაზი.

 G2-ისა და G1-ისთვის ”უსაფრთხოების ბალიშის” როლში გამოსული გიგანტური მოლეკულური ღრუბელი, ხვრელთან ახლოს მიმავალი პროცესების უკეთ აღქმაში ეხმარება მეცნიერებს. ამ პროცესებისთვის შესაბამისი მათემატიკური მოდელების მართებულობის გადამოწმება მომავალი ათწლეულების საქმეა, მათ შორის G2-სა და G1-ის ტრაექტორიების ცვლილების მიხედვითაც(ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა; ირმის ნახტომის ცენტრში თხუნელას ორმოა?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.