ა.შ.შ. და გერმანელი სტროფიზიკოსების განცხადებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა რადიოტელესკოპებითაც მოხერხდება(nasa).
კოლაბორაცია NANOGrav(გრავიტაციული ტალღების ჩრდილო ამერიკული ობსერვატორია), რომელიც 60-ზე მეტ ა.შ.შ. და კანადელ მეცნიერს აერთიანებს, რადიოტელსკოპების საშუალებით(მინიმუმ ორის მაინც – გრინ-ბენქი და არესიბო), გრავიტაციული ტალღების მალევე აღმოჩენის შესაძლებლობაზე აკეთებს განცხადებას.
კოლაბორაცია, ექსპერიმენტებისთვის პულსარებს გამოიყენებს, ზეახლად აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენს, რომელიც თავისი ღერძის გარშემო მილიწამიანი სიხშირით ბრუნავს(დეფორმირებული დრო-სივრცე პულსარს მალავს; ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება). ასტროფიზიკოსებს შეუძლიათ ზუსტად გამოთვალონ დრო, რომლის განმავლობაშიც ასეთი ობიექტიდან გამოსხივებული სიგნალი დედამიწამდე მოაღწევს.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=mXzwtp-KaoI
NANOGrav, დღევანდელი დღისთვის, 54 პულსარის მონიტორინგით არის დაკავებული. დედამიწა მათგან მომავალი ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ტალღების ზემოქმედების ქვეშაა(მოკლედ ფუნდამენტური ძალების შესახებ), თუმცა ეს უკნასკნელი, პირველზე გაცილებით სუსტია, თანამედროვე მოწყობილობითაც ძნელად დასამზერი(advancedLIGO; LISA).
დაკვირვება ერთდროულად რამდენიმე პულსარზე მოხდება, რაც ელექტრომაგნიტური სიგნალის დაყოვნების დროის დადგენის საშუალებას მოგვცემს, მემილიონედი წამის სიზუსტით. ეს დაყოვნება, სწრაფად მბრუნავი პულსარების მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღებით დრო-სივრცის დეფორმაციის გამო იქნება გამოწვეული(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).