პროექტი FastSound-ი: ადრეული სამყაროს 3D რუქა

 კვლევით პროექტში FastSound, იაპონელი და ბრიტანელი ასტრონომები არიან დაკავებულნი(Subaru Telescope / NAOJ).  მათ თავიანთი ნამუშევრის პირველი შედეგიც წარმოადგინეს: სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის სამგანზომილებიანი რუქა, რომელიც მოიცავს მონაკვეთს, მდებარეს ჩვენიდან 9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ამ დროს დაფიქსირებული დაახლოებით 1100 გალაქტიკა, ახდენენ დემონსტრირებას სტრუქტურისა, რომელიც დიდი აფეთქებიდან 4,7 მილირდი წლის გასვლის მერე არსებობდა.

 FastSound-ის დაკვირვებები 2012 წლიდან დაიწყო და 2014-ში უნდა დამთავრდეს. ადრეული სამყაროს სტრუქტურის კვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს(მაგ:. Sloan Digital Sky Survey), FastSound-ი სივრცის ყველაზე უფრო მეტ მოცულობას მოიცავს, 10 მილირდი სინათლის წლისა და მეტ მანძილებამდე. ამისათვის ინფრაწითელი დიაპაზონის სპექტრომეტრი FMOS-ი გამოიყენება, დაყენებული იაპონურ 8,2 მეტრიან ტელესკოპ სუბარუზე.

 პირველი სამგანზომილებიანი რუქა, რომელიც 1100 გალაქტიკას მოიცავს, ახლახანს FastSound-ის მონაწილეებმა წარმოადგინეს. 600 მილიონი სინათლის წელი 2 მლრდ. სინ. წელზე ზომით. იმ ეპოქაში გალაქტიკათა კლასტერიზაციას(გროვებში გაერთიანება) მკაფიო სახე ჯერ კიდევ არ ჰქონდა, თანამედროვე სამყაროსგან განსხვავებით, თუმცა ეს პროცესი უკვე შეიმჩნეოდა.

 მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს გაფართოების(ყოვლისშემძლე ინფლაცია) ფაქტი საეჭვოდ უკვე აღარავის ეჩვენება, ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. ეს შეიძლება ბნელი ენერგია იყოს, ჯერჯერობით სრულიად გაუგებარია რას წარმოადგენს იგი. ამის გარკვევა ყველა თეორიული მოდელების, გალაქტიკათა მოძრაობებსა და მათ კლასტერიზაციაზე პრაქტიკული დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებთან შედარებით შეიძლება, მათში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების სიჩქარეების დადგენით და ა.შ. სწორედ ასეთ დაკვირვებებს ახდენს პროექტი FastSound-ი, რომლის საბოლოო შედეგები წელიწადზე მცირე დროში გამოქვეყნდება(ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან; კვაზარებმა სამყაროს აჩქარებული გაფართოება დაამტკიცეს; ადრეული სამყარო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.