ყოველ წელს, როცა პლუტონი, მზის გარშემო თავის მოგზაურობას ასრულებს(247,92 დედამიწისეული წელიწადი)(Nature), გულის ფორმის მქონე წარმონაქმნის თავზე, გაყინული აზოტის სისქე ნელ-ნელა იზრდება. ერთხელაც, როცა ყინულის სისქემ ასეულობით მეტრს მიაღწია, ამ სტრუქტურამ მთელი პლანეტის ფორმაზე დაიწყო ზემოქმედება, ბრუნვის ღერძის მიმართულეაზეც კი. საბოლოოდ, რამდენიმე მილიონი წლის მერე, ”გულმა” მთელი პლანეტა გადააბრუნა” – ამბობს ჯეიმს ქინი(არიზონას უნივერსიტეტი, თუსონი).
პლუტონის ზედაპირის უჩვეულო დეტალი პირველად, კოსმოსურმა აპარატმა – ”ახალი ჰორიზონტები”, გასული წლის ივნისში აღმოაჩინა. ვაკე ადგილს, რომელსაც ”სპუტნიკი” შეარქვეს, გულის ფორმა აქვს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ”გული”, წყლისა და გაყინული აზოტის ფენებისგან შემდგარ ”ნამცხვარს” წარმოადგენს და მთელი პლანეტის მასის გადანაწილებაზე ზემოქმედებს.
გეოლოგიის თვასლაზრისით, სპუტნიკი იმით არის საინტერესო, რომ იმ მხარეს მდებარეობს, რომელიც ყოველთვის ქარონისკენ ”იყურება”, რომელიც პლუტონის ყველაზე დიდ ბუნებრივ თანამგზავრს წარმოადგენს(პლუტონი, ქარონი, ჰიდრა, ნიქტა). ეს იმას ნიშნავს, რომ გული გაცილებით მასიურია, ვიდრე ჯუჯა პლანეტის დანარჩენი ნაწილები. გარდა ამისა, ვაკეთა დაბალი სიმკვრივე იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არა ეკვატორზე, არამედ პოლუსებზე ან პლუტონის საპირისპირო მხარეზე უნდა იყოს.
ქინისა და მისი კოლეგების ვარაუდით, ვაკე სპუტნიკის თანამედროვე მდებარეობა იმით აიხსნება, რომ შორეულ წარსულში, ”გულის” წარმოქმნამ მთელი პლანეტის გეოლოგიისა და გეომეტრიის მასშტაბური გარდაქმნები გამოიწვია, რასაც კომპიუტერული მოდელირებაც ადასტურებს.
აზოტისა და ნახშირჟანგის აორთქლება-კონდენსაციის პროცესების მოდელირებით(პლუტონის ატმოსფეროს ქიმია და მყინვარები), ქინის გუნდმა შეამჩნია, რომ გაყინული აზოტი, სპუტნიკის ვაკეებზე გროვდება, რომლებიც რამდენიმე მილიარდი წლის წინათ, პლუტონის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს, გიგანტური ასტეროიდის ვარდნით წარმოიქმნა.
გარკვეული დროის გასვლის მერე, კრატერის ადგილზე თავისებური ყინულის ”კუზი” გაჩნდა, რომელიც თავისი სიმძიმით, ეკვატორისკენ ექაჩებოდა პლანეტას. ამის გამო, პლანეტის ბრუნვის ღერძმა თითქმის 60 გრადუსით გადაინაცვლა და ერთ დროს პოლარული კრატერი, ეკვატორთან ახლოს მდებარე ”გულად” გადაიქცა. ამ გადაადგილებებმა პლუტონის კლიმატი შეცვალა, წარმოქმნა უამრავი ნაპრალი, რომელბიც ”ახალი ჰორიზონტებიდან” გადმოცემულ ფოტოებზე შეგვიძლია ვნახოთ.
რაღაც ასეთი დაემართა შორეულ წარსულში მარსსაც – გიგანტური ვულკანური პლატო ფარსიდას(მანგალა) გაჩენამ მისი ღერძი თითქმის 30 გრადუსით გადაწია, ასევე, მოახდინა უამრავი ვულკანის ამოფრქვევის პროვოცირება, რამაც, როგორც პლანეტოლოგები ამბობენ, ყინულების გადნობა და დროებით, სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებად პლანეტად აქცია მარსი(”მანგალიანმა” ოლიმპო გადაიღო; მისია „ახალი ჰორიზონტების“ ათი მთავარი აღმოჩენა).