პლანეტოლოგებმა მარსის თბილი და ნოტიო წარსული უარყვეს

 პლანეტოლოგების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, მარსის ატმოსფერო მანამდე გაიფანტა კოსმოსში, სანამ მასზე მდინარეებისა და წყასლატევების ფორმირება მოხდებოდა, ხოლო კლიმატი, არ იყო ისეთი თბილი, როგორც ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნდა(nasa).

mgs ამჟამად, წითელ პლანეტას უკიდურესად გაიშვიათებული და თხელი ატმოსფერო აქვს, რომელიც, ძირითადათ, ნახშირორჟანგისგან შედგება(95%-ზე ემტი). ზოგიერთი მეცნიერი თვლიდა, რომ ადრე, მარსის ატმოსფერო გაცილებით სქელი იყო და თბილ კლიმატურ პირობებთან ერთად, წყლის თხევად მდგომარეობაში არსებებობას უზრუნველყოფდა.

 მეცნიერები თვლიდნენ, რომ ატმოსფერო ასეთი გაიშვიათებული, ნახშირორჟანგის ნიადაგში შეღწევით ან კოსმოსში გაფანტვის გამო გახდა. ახალი მონაცმების მიხედვით, მეორე ვარიანტი უფრო უნდა შეეფერებოდეს სიმართლეს.

 მეცნიერები ასეთ დასკვნამდე, მარსულ გრუნტში არსებული კარბონატების შემცველობის ანალიზით მივიდნენ. ეს მარილები წყლის, ტუტესა და ნახშირორჟანგის ურთიერთქმედებით ფორმირდება და წითელ პლანეტაზე, ზედაპირული ქანებისა და ატმოსფერული გაზების ურთიერთქმედებით შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო. თუმცა, მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ მარსული კარბონატების რაოდენობა ძალიან მცირეა და დაკარგული ატმოსფერო მათში ვერ იქნება შენახული. ეს მონაცემები სამი ორბიტალური თანამგზავრის, რომლებიც ამ პლანეტას 1997 წლიდან სწავლობენ, ხუთი ინსტრუმენტით იქნა მიღებული – MGS(მარსის გლობალური მკვლევარი), MRO(მარსის ორბიტალური მზვერავი), Mars Odyssey(ოდისევსი).

curiosity_gaburguli

 მარსმავალის – ”ცნობისმოყვარეობა”(Curiosity), საშუალებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ატმოსფეროში ნახშირბადის მძიმე და მსუბუქი იზოტოპის თანაფარდობას ეფუძნება, ადრე მარსზე სქელი ატმოსფერო იყო. წითელი პლანეტის ატმოსფეროს გაქრობის დინამიკა MAVEN(მარსის ატმოსფეროს ევოლუციის მკვლევარი)-მა უნდა შეისწავლოს, რომელიც ამ პლანეტას 2014 წლიდან იკვლევს(კიდევ მარსის სესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.