_სტრონომებმა დაადგინეს, რომ სამყაროს პირველი ვარსკვლვები ღერძის გარშემო 100-ჯერ უფრო სწრაფად ტრიალებდნენ, ვიდრე ახლანდელი მათი თანამოძმეები. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საიტ ScienseNOW-ზე. ცნობილია, რომ პირველი ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის მერე ჩამოყალიბდნენ და არსებობდნენ მხოლოდ რამდენიმე ასეული წელი. ეს ობიექტები, რომლებიც გაცილებით მასიურები იყვნენ თანამედროვე ვარსკვლავებზე, ევოლუციის დასასრულს მძიმე ელემენტებით ამდიდრებდნენ გარემო სივრცეს.
კვლევის დროს მეცნიერებმა გააანალიზეს მძიმე ელემენტების თანაფარდობა მათთვის ცნობილ უძველეს ვარსკვლავებში(სპექტრული ანალიზი), რომლებიც პირველი ვარსკვლავების ეპოქის დასასრულის მერევე ჩამოყალიბდნენ. კვლევის ობიექტებად იქცნენ სფერული ვარსკვლავთგროვას NGC 6522-ის ვარსკვლავები, ეს გროვა უძველესია მთელს ირმის ნახტომში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იტრიუმისა და სტრონციუმის შემცველობის თანაფარდობაში რკინასთან, არის ძალიან დიდი განსხვავება.
მკვლევართა თქმით, ამდაგვარი ფენომენი შეიძლება აიხსნას ვარსკვლავის სწრაფი ბრუნვით ღერძის გარშემო. ზოგიერთი მათგანი ალბათ 250-ჯერ სწრაფად ბრუნავდა ვიდრე, მაგალითად მზე. ასეთი ბრუნვა კი იწვევდა ვარსკვლავის სხვა და სხვა ფენების ერთმანეთში არევას და სტრონციუმისა და იტრიუმის განსხვავებული რაოდენობით წარმოქმნას.