ახალი მარსმავლის დაშვებიდან ერთი დღის მერე, მარსის ორბიტული მზვერავის კამერამ (მარსის ორბიტული მზვერავები), მისია “მარს-2020”-ის დასაშვები მოდულის ნაწილების ვარდნის ადგილები გადაიღო – სითბური ეკრანი, პარაშუტი და უკანა გარსი. ეს არის აპარატის ნაწილები, რომელმაც მარსმავალი მარსამდე მიიტანა. შემოხაზული კვადრატების თითო გვერდის სიგრძე 50 მეტრია. “პერსევერენსი” ქვიშის ჩუქურთმებით არის გარშემორტყმული, რომლებიც დასაშვები მოდულის რეაქტიული ძრავების გამონაბოლქვმა დახატა. ე.წ. “ციური ამწე”, მარსმავალს მოშორდა და უსაფრთხო მანძილზე დაეცა, ეს ადგილი ნამსხვრევების V-ს ფორმის მუქ გროვას ჰგავს.
“პერსევერენსის” დაშვების ადგილი მარსის ორბიტული მზვერავისგან
Posted by