ფრენა ვენერასთან ახლოს

 ვენერას ღამიანი ნაწილის ეს ეფექტური ფოტო, 2020 წლის 11 ივლისს, ნასას მზის საკვლევი ზონდის – “პარკერი“, ფართოკუთხიანმა კამერამ 12 400 კილომეტრის მანძილიდან გადაიღო,  ზონდის მთავარი ამოცანაა მზის გვირგვინისა და ჰელიოსფეროს შიდა ნაწილის შესწავლა. გრავიტაციული მანევრები პლანეტებთან, კოსმოსური აპარატების ასაჩქარებლად და ტრაექტორიის შესაცვლელად გამოიყენება. “პარკერი” ამ მანევრების საშუალებით 6 მილიონ კილომეტრამდე მიუახლოვდება მზის ზედაპირს. ელვარე კანტი პლანეტის კიდეზე, ატმოსფეროს ღამის ნათებაა, მზის გამოსხივებით აგზნებული ჟანგბადის ატომების ნათება. ელვარე ზოლებისა და ლაქების გაჩენა, ალბათ, მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკებისა და კამერასთან ახლოს მოძრავი მტვრის დამსახურებაა, რომელზეც მნათობის სინათლე აირეკლება. ვისაც ღამის ცის თვალიერება გიყვართ, ორიონის თანავარსკვლავედსაც ადვილად ამოიცნობთ, ქვედა მარჯვენა მხარეს (კიდევ ვენერა-ს შესახებ; მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.