“ფუმფულა” გალაქტიკა

 2020 წლის სექტემბერში, ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპის გვერდზე, “ფუმფულა” გალაქტიკა NGC 2775-ის ფოტო გამოქვეყნდა. კიბოს თანავარსკვლავედში მდებარე NGC 2775-მდე მანძილი 67 მილიონი სინათლის წელია. მისი უჩვეულოდ დიდი ბირთვიდან ბუნდოვანი მოხაზულობის სპირალური მკლავები ამოდის.

 უზარმაზარი ამობურცულობა ცენტრში (ე.წ. ბალჯი), ხნიერი ვარსკვლავებისგან შედეგბა. ასტრონომთა აზრით, იქ გაზი თითქმის აღარ არის, ხოლო მკლავებში პირიქით, ვარსკვლავების ფორმირებისათვის საჭირო უამრავი რაოდენობის გაზი და მტვერია. სწორედ ამით შეიძლება იხსნას NGC 2775-ის სპირალური მკლავების ფანტელისებური ფორმა. გრძელბეწვიანი ცხოველისა და ბარტყის რბილი ბუმბულის ეფექტის მქონე მკლავები, მილიონობით ახალშობილი ვარსკვლავის ცისფერ ნათებაშია ჩაძირული.

 NASA-ს მეცნიერთა თქმით, “ჰაბლის” ობიექტივში მოხვედრილი გალაქტიკების 70% სწორედ “ფუმფულა” გალაქტიკებზე მოდის. მკაფიოდ გამოხატული მკლავების მქონე გალაქტიკები, ჩვენი ირმის ნახტომის ჩათვლით, გაცილებით იშვიათია – 10%.

კოსმოსური ტელესკოპი ”ჰაბლი”(NASA).

 კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლი“, 1990 წლის 24 აპრილიდან იკვლვს სამყაროს. დღეისათვის, ავტომობილის მისაბმელის ზომის აპარატმა, უზარმაზარი რაოდენობის მონაცემი შეაგროვა, რითაც 15 000-ზე მეტი მეცნიერული ნამუშევარი საჭირო მასალით უზრუნველყო.

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები”(NASA).

 იგეგმება მისი შემცვლელის გასვლა ორბიტაზე, ეს არის კოსმოსური ტელესკოპი “ჯეიმს ვები” (JWST). მისი დახმარებით, ასტრონომებს სურთ კიდევ უფრო შორეულ კოსმოსს შეხედონ და სამყაროს კიდევ უფრო ადრეული მოვლენები ნახონ (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ზეფაფუკი ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.