პატარა გალაქტიკა NGC 4449

 სპირალური გალაქტიკების ახალგაზრდა ვარსკვლავური გროვები და დისკოს გასწვრივ გაწოლილი მოვარდისფრო ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონები, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა. ამავე დროს, ვარსკვლავები პატარა და უფორმო გალაქტიკებშიც იბადება. მაგალითდ, დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში – NGC 4449, რომლის ზომა სულ რაღაც 20 ათასი სინათლის წელია. სამყაროს ამ პატარა ვარსკვლავური კუნძულის ზომა, ირმის ნახტომის ჯუჯა მეზობლების, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლების შესადარია. ”ჰაბლით” გადაღებული ფოტო ისეთნაირად არის დამუშავებული, რომ წყალბადის ღრუბლების წითელი ნათება გამოჩნდეს. NGC 4449-ს ზოგიერთი ვარსკვლავთ წარმომქნელი რეგიონების ზომა, მაგელანის ღრუბლებში დამზერილზე დიდია. მათში უზარმაზარი ვარსკვლავური თაღები და ბუშტულები ჩანს, რომელთა ფორმირება მასიური ვარსკვლავების მიერ წარმოქნილი ”ქარის” ზემოქმედებით ხდება.

2 comments

  1. სპირალურ გალაქტიკაში რა იგულისხმება არ ვიცი (მეტი წაიკითხე და გეცოდინებაო თუ მეტყვით გულში დამჭრით :)) მაგრამ მგონია რომ სპირალურია ჩვენთან ყველაფერი, გალაქტიკებიც, სხეულების მოძრაობის ტრაექტორიაც, ზოგი სპირალი უფრო გაწელილია, ზოგი პირიქით, მაგრამ მაინც სპირალი უფრო პერპექტიული და რეალური მგონია ვიდრე წრე (იმ რუსული ვიდეოს გავლენით არ ვამბობ ამას, კაცობრიობას ტყუილში გვაცხოვრებენო რომ გვიმტკიცებს).
    არსებიბს თეორიები რომელიც სერიოზულად განიხილავს ამ მოდელს?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.