ყველაზე ელვარე გალაქტიკა

 ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები), დიდი მასის ობიექტთან ახლოს მოძრავი სინათლის სხივი, ამ ობიექტის გრავიტაციის ზემოქმედებით გადაიხრება და მოძრაობის ტრაექტორიას იცვლის. ეს მოვლენა ე.წ. გრავიტაციული ლინზირების სახელით არის ცნობილი და ასტრონომებს ძალიან შორეულ ობიექტებზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. სწორედ მისი საშუალებით აღმოაჩინეს გალაქტიკა – WISE J132934.18+224327.3, რომელიც დედამიწიდან 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ირმის ნახტომზე ათასჯერ უფრო ელვარეა, ანუ ყველაზე უფრო კაშკაშა ე.წ. სუბმილიმეტრულ(ინფრაწითლის გრძელტალღიანი ნაწილი) გალაქტიკებს შორის(ელექტრომაგნიტური გამოსხივება).

 ”გალაქტიკასა და ჩვენს შორის მდებარე მასიური გალაქტიკური გროვა, WISE J132934.18+224327.3-ის გამოსახულებას 11-ჯერ ელვარედ წარმოგვიდგენს, ვიდრე სანამდვილეშია. ერთბაშად მის რამდენიმე გამოსახულებას ვხედავთ, წრის გარშემო, რომელსაც აინშტაინის რკალს უწოდებენ(პირველი ფოტო). მიუხედავად ამისა, გრავიტაციული ზემოქმედება სინათლის სპექტრულ პარამეტრებს არ ცვლის, რაც გალაქტიკის რეალურთან ახლო გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს” – ამბობს ანასტასიო დიას სანჩესი, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

NOEMA(ჩრდილოეთის გაფართოებული მილიმეტრული დიაპაზონის რადიოტელესკოპთა მასივი).

 ახალაღმოჩნეილი გალაქტიკის ელვარება მის წიაღში მიმდინარე აქტიური ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესებით არის განპირობებული. იქ ერთ წელიწადში ფორმირებული ვარსკვლავების ჯამური მასა ათასჯერ აჭარბებს მზისას, როცა ჩვენი გალქტიკისთვის იგივე მაჩვენებელი ორი მზის მასას უტოლდება.

30 მეტრიანი რადიოტელესკოპი(ესპანეთი).

 ისედაც ელვარე გალაქტიკის შუქს გრავიტაციული ლინზირება კიდევ უფრო აძლიერებს, თან მის რამდენიმე გამოსახულებას იძლევა, რითაც გალაქტიკის შინაგანი აღნაგობის კვლევაც შეიძლება, რაც ტრადიციული ასტრონომიული ინსტრუმენტებით შეუძლებელია. ”უახლოეს მომავალში, WISE J132934.18+224327.3-ის ვარსკვლავთ წარმომქნელ პოცესებს უფრო დეტალურად შევისწავლით, რისთვისაც ინტერფერომეტრებს NOEMA(საფრანგეთი), IRAM(ესპანეთი) და ALMA(ჩილე)-ს გამოვიყენებთ” – ამბობს ანასტასიო დიას სანჩესი(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებყველაზე მკრთალი ჯუჯა გალაქტიკა)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.