დიდი ხნის განმავლობაში, მზის პლაზმის მარყუჟების (nasa.gov), სითბოსა და სხვა სახის ენერგიის ჩვენი მნათობის ზედა ატმოსფეროში გადინების შესასწავლი ერთადერთი საშაულება მზის “ქარი” იყო. ამ პროცესების კარგად ცოდნა მზისა და სამყაროს უამრავი სხვა ვარსკვლავის ევოლუციის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
აპარატი თბოდამცავი ეკრანით არის აღჭურვილი, რომელიც სამი ფენისგან შედგება – 11,43 სანტიმეტრის სისქის მსუბუქი ნახშირბადის შემცველი ქაფი დაბალი თბოგამტარობით, მოთავსებული თხელ კომპოზიტურ ფენებს შორის, რომლებიც ნახშირბადის ბოჭკოთი გაძლიერებული გრაფიტის მატრიცისგან შედგება. გარე ფენა კი სინათლის კარგად ამრეკლი თეთრი კერამიკით არის დაფარული, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და რადიაციის მიმართ მედეგია. ეს ფარი ქოლგასავით ახურავს აპარატს და მის მოწყობილობას იცავს. მზის პანელები, მხოლოდ მნათობიდან შორს მოხვედრის დროს გაიშლება და პერიჰელიუმთან მიახლოებისას დაიკეცება. ფარისგან რომ მცირე სითბო გადაეცეს, აპარატი სპეციალური სამაგრებით 6 წერტილში არის მიერთებული მასთან. ფარით მუდმივად მზისკენ რომ იყოს მიბრუნებული, ორიენტაციის რამდენიმე სისტემაა გამოყენებული (მზის მკვლევარი ”პარკერი”).
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მზისკენ გაგზავნილმა ზონდმა – “პარკერი”, მნათობისკენ მოგზაურობის განმავლობაში უამრავი რეკორდი დაამყარა. განავითარა რა 586 864 კილომეტრამდე საათში (163 კმ/წმ.) სიჩქარე, ის ყველაზე სწრაფი ხელოვნური თანამზგავრი გახდა ისტორიაში, როცა მეათე წრე შემოუარა მზეს, დაგეგმილი ოცდაოთხიდან. ყოველი წრე სულ უფრო და უფრო აახლოებს მას ჩვენს ვარსკვლავთან, მინიმალურ დისტანციაზე კი მზის ფოტოსფეროსა (წარმოსახვითი ზედაპირი) და ზონდს შორის მანძილი 6,1 მილიონ კილომეტრს გაუტოლდება.
მზის ატმოსფეროსთან პირველი კონტაქტის დროს, ზონდმ ე.წ. ფსევდონაკადები (pseudostreamers) აღოაჩინა, უზარმაზარი წარმონაქმნები, რომლებიც მზის დაბნელების დროს დაიმზირება ხოლმე. დედამიწაზე არსებული ქარიშხლების მსგავსად, ე.წ. თვალი ამ ნაკადებსაც აქვს, მაგნიტური ველით ფორმირებული შედარებით წყნარი ადგილები, დამუხტული ნაწილაკების ნელი ნაკადებით.
მზესთან პირველი შეხვედრით მიღებული მეორე მნიშვნელოვანი შედეგია მეტი ინფორმაციის მოცემა ზიგზაგისებურ სტრუქტურებზე, რომლებსაც მზიურ მარყუჟებს უწოდებენ. უკვე 2019 წელს, მზესთან მიახლოებასთან ერთად, მარყუჟების რაოდენობა იზრდებოდა, მათი ზომები კი მცირდებოდა. ამ მარყუჟების წარმოქმნის წყარო ახლაც გაურკვეველი რჩება და საბედნიეროდ, ზონმდა ერთ-ერთი მათგანის ფორმირების ადგილის გადაღება მოახერხა, ფოტოსფეროსთან ახლოს.
მეცნიერებმა უკვე იციან, რომ მარყუჟები, მაგნიტური მილების სახელით ცნობილ წარმონაქმნებში ჩნდება, რომლებიც ფოტოსფეროს სიიღრმეებიდან ამოდის. სავარაუდოდ, ასევე ამ “მილების” ამოსვლის წერტილები უნდა იყოს მაგნიტური ველებით აჩქარებული სწრაფი მზიური ქარების ფორმირების ადგილები.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შემდგომი კონტაქტების დროს, რომლებიც კიდევ უფრო ხანგრძლივი და ახლო იქნება, მეტ ზუსტ მონაცემებს მიიღებენ ზემოთ ხსენებული მარყუჟების ფორმირების შესახებ, ასევე, პასუხს დიდი ხნის წინანდელ გამოცანაზე, როგორ შეიძლება მზის გვირგვინის ტემპერატურა ცელსიუსით მილიონი გრადუსი იყოს, ფოტოსფეროსი კი 6000 (მზე; კიდევ მზის შესახებ).