ზეგაფანტული გალაქტიკები

 ზეგაფანტული გალაქტიკები დაახლოებით 30 წლის წინათ აღმოაჩინეს. მათი ზომა ირმის ნახტომისას უტოლდება, ვარსკვლავების რაოდენობა კი ასჯერ ნაკლებია, რის გამოც, მათი მკრთალი ნათების დანახვა ამ დრომდე შეუძლებელი იყო. თანამედროვე ტექნიკა ამ უნიკალური კოსმოსური ობიექტების შესაწავლის საშუალებას იძლევა, ამიტომ ზეგაფანტული გალაქტიკები ახლა ასტრონომების ყურადღებას იპყრობს. მაგალითების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გასაგები გახდა, რომ ზეგაფანტული გალაქტიკები, გალაქტიკათა ევოლუციის არსებულ მოდელებში ვერ ეწერება. გაურკვეველი რჩებოდა, როგორ მოხდა მათი ფორმირება და რა დაემართებოდათ მათ მომავალში. ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეძლო. კვლევის ავტორებმა 16 გალაქტიკის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომლებსაც ზეგაფანტული გალაქტიკებისა და ჯუჯა ელიფსური გალაქტიკების წინაპრების როლი შეიძლება მოერგოს. აღმოჩნდა, რომ ესენი, გალაქტიკურ გროვებში მოხვედრილი ჩვეულებრივი გალაქტიკები იყო. შემხვედრი მიმართულებით მოძრავმა გალაქტიკათშორისმა პლაზმის “ქარმა” მათი გაზი გაანიავა და ისინი ვარსკვლავების ფორმირებისთვის საჭირო მატერიის გარეშე დატოვა (პირველი ფოტო, გალაქტიკა მედუზა). ამ დაკვირვებებით შესაძლებელი გახდა მოდელის შექმნა, რომელიც  სრულად აღწერს ზეგაფანტული გალაქტიკების ევოლუციის გზას.

 ჰაბლის კამერტონი. სახელგანთქმული მეცნიერი ვარაუდობდა, რომ გალაქტიკები სფერულად სიმეტრიული გაზის ღრუბლებისგან ფორმირდებოდა (E0), შემდეგ კი ბრუნვის მომენტის ზემოქმედებით იწელება და დისკოს ფორმას იღებენ (S0). მერე კი სპირალები უჩნდებათ, რომლებიც ან ცენტრალურ წერტილში ერთიანდება ფუძეებით, ან წაგრძელებულ ხიდში – ე.წ. “ბარი” (კამერტონის ქვედა ნაწილი). ეს ევოლუციური თეორია ჰაბლის სიცოცხლეშივე მოძველდა…

კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?

 ჩვენი გალქტიკის, ირმის ნახტომის დიამეტრი 100 000 სინათლის წელზე მეტია, ხოლო სისქე, დაახლოებით 1000 სინათლის წელი, ანუ მთლიანობაში მისი დანახვა ჩვენთვის შეუძლებელია. რაც ზუსტადა ვიცით ისაა, რომ ის ნამდვილად სპირალური გალაქტიკაა, რომლის სპირალების ძირები ე.წ. ბართან არის შეერთებული, ვარსკვლავებისა და გაზისგან შემდაგრ ცენტრალურ ხიდთან. აქვს ე.წ. ბალჯიც, ასევე ვარსკვლავებისა და გაზისგან შემდგარი ორმხრივი ამობურცულობა. სანამ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით ის ან Sb, Sbc, ან SB (rs) bc ტიპის გალაქტიკაა (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ყველაფერი გალაქტიკების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.