პარალელეპიპედი ზალცბურგიდან

 პალეოარტეფაქტები – ამოუცნობი წიაღისეული ობიექტები, სავარაუდოდ ხელოვნური წარმომავლობისა, რომელთა დამზადების დათარიღება ჰომო საპიენსამდელ პერიოდს აკუთვნებს მათ(აკრძალული არქეოლოგია).

 1886 წლის 7 ივნისს ავსტრიაში ჩატარებულ ბუნებათმცოდნეობის ერთ-ერთ სხდომაზე დოქტორმა გურთლმა დამსწრეებს რკინის უჩვეულო მეტეორიტი წარმოუდგინა, რომელიც მესამეული პერიოდის(65 მლნ-დან 1,8 მლნ. წლამდე) მურა ქვანახშირში აღმოაჩინეს. ეს მეტეორიტი 1885 წელს ერთ-ერთი ფირმის მუშამ აღმოაჩინა, ღუმელში დასაწვავი ქვანახშირის(ვოლფზეგის საბადოზე მოპოვებული) დამტვრევის დროს. ობიექტს კვადრატული ფორმა აქვს და კუბს წააგავს, ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეების ორი გვერდი ბალიშის ფორმამდე არის მომრგვალებული, ხოლო დანარჩენო ოთხი ამ შემომრგვალებების გამო შევიწროებულია და მთელს სიგრძეზე ღრმა ღარი გასდევს. მთელი ზედაპირი რკინის მეტეორიტებისთვის დამახასიათებელი ღრმულებითა და ჟანგის გარსით არის დაფარული(ხონდრიტები და ახონდრიტები). 785 გრამიანი ნივთის სიმკვრივე ფოლადისას უტოლდება და ქიმიურად დაკავშირებული ნახშირბადის გარდა, მიზერული რაოდენობის ნიკელს შეიცავს, რაოდენობრივი ანალიზი არ ჩაუტარებიათ. გაპრიალებულ ზედაპირზე აზოტის მჟავათი ზემოქმედების მერე, მეტეორიტული რკინისთვის დამახასიათებელი ვიდმანშთეთთენისეული სტრუქტურები არ გამომჟღავნდა(ღმერთების ძვლები: ძველეგვიპტური რკინა).

ვიდმანშთეთთენისეული სტრუქტურა.

losttown

 გურლთი უჩვეულო წარმონაქმნის მეტეორტიულ წარმომავლობაში იყო დარწმუნებული, თუმცა მის ასეთ სწორ ფორმებს ვერაფრით ხსნიდა. მეტეორიტული ჰიპოთეზის მომხრეებს მაღალი სიმტკიცე და ვიდმანშთეთთენისეული სტრუქტურების(ჩანართები პარალელური ხაზების სახით) არ არსებობაც აეჭვებდათ. ზოგიერთ მეტეორიტებს ასეთი ჩანართები არ გააჩნიათ, თუმცა ძალიან ბევრ ნიკელს შეიცავენ – 30%-მდე, რაც აღმონაჩენის ქიმიურ შემადგენელს აშკარად არ შეესაბამება.

 1919 წელს ჩარლზ ფორტმა, უჩვეულო ნივთების ცნობილმა შემგროვებელმა, პირველმა წამოაყენა იდეა პარალელეპიპედის უცხოპლანეტური წარმომავლობის შესახებ(უცნაური პეტროგლიფები მდინარე სან-ხუანთან; დოგუ – პალეოკონტაქტის მტკიცებულება).

 1966-67 წლებში ვენის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმში ელეტქრონულ-სხივური მიკროანალიზის მეთოდის გამოყენებით არტეფაქტის ზედაპირის რაოდენობრივი ანალიზი ჩაატარეს. ნიკელი, ქრომი და კობალტი, ასევე გოგორდი, მასში არ აღმოჩნდა, რის გამოც მეტეორიტული წარმომავლობის ჰიპოთეზა უკვე ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა, ასევე ჰიპოთეზა ობიექტის კუთვნილებისა პირიტებთან – მასში გოგირდის არ არსებობის გამო. დოქტორებმა გერო კურათმა(მუზეუმიდან) და რუდოლფ გრილმა(ვენის გეოლოგიური სამსახური) დაადგინეს, რომ ეს ნივთი ქვანახშირის ძველი საზიდარის საპირწონედ გამოიყენებოდა და „cire perdue“-ს ტექნოლოგიით(თხევადი მეტალის ჩასხმის მერე მოდელი დნება) იყო ჩამოსხმული.

 ლეგენდის მიხედვით, ნამდვილი „პარალელეპიპედი“ 1910 წელს დაიკარგა. სინამდვილეში, პარალელეპიპედის ასლი ახლა ავსტრიის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება, სადაც ის 1950-58 წლებში იყო გამოფენილი, ხოლო ორიგინალი ფიოკლაბრუკეს ნაციონალურ მიზეუმში(ავსტრია)(ციური დისკო ნებრადან; მექანიზმი ანტიკიტერიდან).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.