შესაძლებელია თუ არა სკს-ს დანახვა დედამიწიდან?

 ეს შესაძლებელია და როგორც გაირკვა, ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება, თუ მას დედამიწიდან ლაზერით გავანათებთ, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა გააკეთეს.

 2014 წლის 8 ოქტომბერს ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებმა ახალი 3,6 ვატის სიმძლავრის ლაზერი გამოცადეს, ტალღის სიგრძით 532 ნანომეტრი. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ლაზერი მიანათს, პარალელურად ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა, სიხშირით 7 კადრი წამში. ეფექტი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა: სადგური ძალიან კარგად გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ის, რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მოძრაობდა დედამიწის ზედაპირიდან(პირდაპირი ტრანსლაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან).

 „ეს არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ოპტიკური სადგურიდან 2014 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 19:05 საათზე გადაიღეს, მაშინ, როცა სკს-ს ჩვენი ახალი ლაზერი ანათებდა, რომლის გამოყენება მომავალი თაობის ოპტიკური კომუნიკაციებისთვის იგეგმება. ვიდეოზე მომწვანო სკს-ს ძალიან კარგად ჩანს, 420 კილომეტრის სიმაღლეზე მისი 4 წუთიანი მსვლელობის დროს“ – ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ პრეს-რელიზში(წითელი მთვარე და მწვანე სხივი; LADEE მთვარისკენ მიფრინავს, Deep Impact-თან კავშირი დაიკარგა; ლაზერი ასტეროიდის წინააღმდეგ).

httpv://www.youtube.com/watch?v=4efd_OPwKrY

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.