ნორმალური ტიპების დიდი გალაქტიკები ერთ ზემასიურ შავ ხვრელს(ზმშხ) შეიცავენ, რომელიც ცენტრში მდებარეობს. თუმცა ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებშიც ორი ასეთი ზმშხ არის, რაც ორი ჩვეულებრივი გალაქტიკის შერწყმისას, მათი ზემასიური ხვრელების ერთ, კიდევ უფრო დიდ ხვრელად გაერთიანების შესაძლებლობაზე მეტყველებს.
ასეთი წყვილის მოძებნა ძნელია: მართალია, სამყაროში გალაქტიკებისა და მათი ზმშხ-ების შერწყმა ხშირად ხდება, თვით ზმშხ-ს შემჩნევა ადვილი არ არის, მხოლოდ აქტიური გალაქტიკების ბირთვებში, ანუ კვაზარებში, სადაც ზმშხ ახლო გარემოდან გაზებს შთანთქავს. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში ზმშხ-ების შერწყმა უფრო ”ჩუმად” მიმდინარეობს, სწორედ ამ დროს ხდება მისი კვლების აღმოჩენა ნამდვილი პრობლემა.
ჩინელმა ასტროფიზიკოსებმა ფუკუნ ლიუს ხელმძღვანელობით, პეკინის უნივერსიტეტიდან, წყნარ გალაქტიკაში, რომლის ბირთვი არააქტიურია, ზმშხ-თა წყვილი აღმოაჩინა.
როგორ მოხერხდა ორი ძალიან შავი საგნის გამოვლენა იქ, სადაც ისინი შემომფარგლავ გაზს ისე არ აცხელებენ, რომ მან რენტგენის დიაპაზონში დაიწყოს ნათება(შავი ხვრელების საიდუმლო)?
2010 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილმა რენტგენის დიაპაზონის ორბიტალურმა ტელესკოპმა -XMM-ნიუტონი, ჩვენიდან 2 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა SDSS J120136.02+300305.5-ის ნათების უჩვეულო ზრდა დააფიქსირა რენტგენის დიაპაზონში. განმეორებითი დაკვირვებებით რეგისტრაციიდან 27 და 48 დღის მერე, დადგინდა, რომ ეს ნათება საკმაოდ სწრაფად იკლებდა, ხოლო 48-ე დღის ბოლოს ტელესკოპის მგრძნობელობის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. შემდეგ ნათება ისევ გაჩნდა და კიდევ უფრო ნელ ტემპში მიილია. ”ეს არის სწორედ ის, რასაც ზმშხ-თა ჯგუფისგან უნდა მოველოდეთ, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ” – ამბობს ლიუ.
ფუკუნ ლიუმ მის მიერ შექმნილი მოდელი SDSS J120136.02+300305.5-ზე ჩატარებული დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებს მიუსადაგა და დაასკვნა, რომ კონფიგურაციათა ნაკრებიდან ორი, რომლებიც მან მოდელირების დროს დაამუშავა, ამ გალქტიკის ცენტრზე დაკვირვებებს შეესაბამებიან.
პირველ შემთხვევაში ზმშხ-1-ს 10 მილიონი მზის მასა აქვს, მის გარშემო მეორე ხვრელი მოძრაობს, ათჯერ მსუბუქი, ოღონდ ელიფსურ ორბიტზე; თუ სწორი ორბიტებია, ანუ წრიული, მაშინ პირველ ხვრელს 1 მლნ. მზის მასა უნდა ჰქონდეს. ორივე შემთხვევში ამ სხეულებს შორის მანძილი მცირეა, დაახლოებით 0,002 სინათლის წელი, ანუ მზის სისტემის ზომის. შედეგად, ნებისმიერი მცდელობა მათი მომავალი ბედის გამოთვლისა გვიჩვენებს, რომ სულ რაღაც 2 მილიონი წლის მერე ისინი ერთ დიდ ხვრელად გაერთიანდებიან. შერწყმისას ისეთი სიმძლავრის გრავიტაციულ ტალღათა სერიები უნდა წარმოიქმნან, რომლებსაც დღეისათვის უკვე არსებული დეტექტორებიც კი დააფიქსირებენ(ტელესკოპმა გრავიტაციული ტალღები „დაინახა“ ;შეკუმშული სინათლე გრავიტაციული ტალღების მოსაძებნად; NASA გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას ატომის დონეზე იწყებს; LISA ფინანსურ კრიზისს შეეწირა; სამყარო ჰოლოგრამაა?!).
არ ღირს ამ სანახობის 2 მილიონი წელი ცდა. წყნარ გალქტიკაში ზმშხ-თა წყვილის პირველად აღმოჩენის მერე, ლიუს მოდელებიდან გამომდინარე, სხვა მსგავს აღმოჩენებსაც უნდა ველოდეთ. XMM-ნიუტინის(1) მსგავსი ტელესკოპები(„ჩანდრამ“ შავი ხვრელისკენ მოძრავი გაზი გადაიღო) ამ საქმით უკვე დაკავდნენ და შერწმასთან კიდევ უფრო ახლოს მყოფი ხვრელები შეიძლება აღმოაჩინონ.