”ნიუ ჰორაიზონსი” მზის სისტემის შორეულ ობიექტთან ახალ წელს მივა

 2015 წელს, პლუტონთან დაუვიწყარი შეხვედრის მერე(მაქსიმალურად ახლოს პლუტონთან), ზონდი კიდევ უფრო დაშორდა დედამიწას და კოიპერის სარტყელის ტრანსნეპტუნური ობიექტისკენ გაემართა, ასტეროიდისკენ – ულტიმა ტულე, იგივე 2014 MU69.

 2014 წელს აღმოჩენილ ობიექტამდე მანძილი 6,6 მილიარდი კილომეტრია. მის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, რასაც ”ნიუ ჰორაიზონსი”(New Horizons) ძალიან მალე შეცვლის. მისი დიამეტრი30 კილომეტრი უნდა იყოს, პლუტონის ზომის 2%-ზე ცოტა.

 ”ამ ასტეორიდამდე მისვლა ძალიან ძნელია. მთლიანად ა.შ.შ-ს ზომის ობიექტის ნაცვლად, როგორიც პლუტონია, ახლა ერთი შტატის ზომის ობიექტისკენ მივფრინავთ. ის არა მარტო 100-ჯერ პატარაა, არამედ 10 000-ჯერ მკრთალიც არის” – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ალან სთერნი.

 პლუტონთან შეხვედრის მერე, მეცნიერებს მხოლოდ 4 წელი ჰქონდათ 2014 MU69-თან უშეცდომოდ ახლოს მისასვლელად. თუ გამოთვლები სწორედ არ არის ჩატარებული, ზონდი რამდენიმე ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის ასტეროიდს, სიჩქარით 14 კილომეტრი წამში.

სწრაფი მიახლოება

 მოძრაობის ასეთი სიჩქარითა და ასტეროიდის ზომის გათვალისწინებით, ფოტოგრაფირების სირთულე, მანქანიდან მის ახლოს მფრენი კოღოს გადაღებას შეიძლება შევადაროთ. საქმეს ართულებს მზის სინათლის სისუსტეც, რადგან სისტემის კიდეზე ძალიან ბნელა, რადგან მზე იქედან ლამის ერთი რიგითი ვარსკვლავივით ჩანს.

 აღსანიშანვია, რომ რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი, რომლის მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე ეს ზონდი მუშაობს, 13 წლის განმავლობაში დეგრადირება განიცადა, ამიტომ მისიის ჯგუფმა ძალიან ფრთხილად უნდა აირჩიოს, რომელი ინსტრუმენტები ჩართოს ასტეროიდის გამოსაკვლევად. ”ახლა ”ნიუ ჰორაიზონსის” ბირთვულ ბატარეას შეუძლია გამოიმუშაოს ელექტრო ენერგია, რომელიც სამი საყოფაცხოვრებო ნათურის ასანთებად არის სააჭირო” – ამბობს სთერნი.

 ”თუ ასტეროიდთან ახლოს ორბიტული ფრაგმენტების გროვაა, ასეთ სიჩქარეზე, ბრინჯის ზომის სხეულთან შეჯახებაც კი ნაწილებად აქცევს ზონდს”.

 თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაშინ 2019 წლის პირველი კოსმოსური მონაცემები სწორედ ”ნიუ ჰორაიზონსისგან” მოგვივა – MU69-ის ზომა, შემადგენლობა, ტემპერატურა…

 ფოტოების ხარისხი უკეთესი იქნება, რადგან მაღალი გარჩევადობის ფოტოების სერიას ზონდი სამჯერ უფრო ახლოდან გადაიღებს, ვიდრე პლუტონს გადაუღო. თუ ტრაექტორია სწორედ არ არის გამოთვლილი, მაშინ კოსმოსის ცარიელი სივრცეების მეტს ვერაფერს ვნახავთ.

 ისიც დასადგენია, ულტიმა ტულე უჩვეულო ფორმის ერთი ობიქტია, თუ ერთმანეთთან ახლოს მოძრავი ორი ციური სხეული, თუ მცირე ზომის ფრაგმენტების გროვა(რაშია ”ღორღის გროვას” ტიპის ასტეროიდების სიმტკიცის საიდუმლო).

 საბოლოოდ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ულტიმა ტულე, მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში ჩაახედებს მათ. ასტრონომთა თქმით, ასეთი ობიექტები გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე დედამიწა და სხვა პლანეტები. მდებარეობს რა მზიდან ძალიან შორს და მცირე ზომის ციურ სხეულს წარმოადგენს, გელოგიური აქტიურობის გარეშე, ჩვენს წინაშე უძველესი ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს, მზის სისტემის სამშენებლო ერთი პატარა აგური(მისია „ახალი ჰორიზონტების“ ათი მთავარი აღმოჩენა”ახალი ჰორიზონტების” ცხრა საიდმულო…).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.