მაქსიმალურად ახლოს პლუტონთან

 ზუსტად ახლა, ზონდის შვიდივე ისნტრუმენტი ჩართულია და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის შეგროვებაა დაწყებული, რითაც პასუხი უნდა გაეცეს პლუტონის, მთლიანად მზის სისტემისა და შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმომავლობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. მონაცემთა შეგროვებისას, დედამიწასთან კავშირი გაწყდება, ”ახალი ჰორიზონტები” პლუტონისკენ მიტრიალდება და პირველი ”წერილების” გადმოცემას, მხოლოდ ხვალინდელი დილიდან შეძლებს(რაც რამდენიმე თვე გაგრძელდება).

NH instrumentebi  ელექტროენერგიის წყაროდ, რადიოიზოტოპური(11 კგ. პლუტონიუმის ოქსიდის 72 კაფსულა) თერმოელექტრული გენერატორია გამოყენებული(რითეგ). სტარტის დროს მისი სიმძლავრე 250 ვატს შეადგენდა, სავარაუდოდ, ეს მონაცემი ყოველი 4 წლის მერე 5%-ით შემცირდება, ანუ პლუტონთან ახლოს ფრენისას მისი მაჩვენბელი 200 ვატს უტოლდებოდა, რაც ”ვოიაჯერების” რითეგ-ის სიმძლავრეზე გაცილებით ნაკლებია(470 ვატი სტარტზე, 390 ვტ. 2006 წელს). სწორედ ამით აიხსნება მისიის შედარებით მცირე ხანგრძლივობა, რომელიც 2020-იან წლებში უნდა დასრულდეს, როცა აპარატი 50-55 ასტრონომიულ ერთეულს გაივლის.

 ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზონდი წარმატებით გაივლის პლუტონისა და მისი თანამგზავრების სისტემას(პლუტონის თანამგზავრთა კვლევა საფრთხესთანაა დაკავშირებული). პროექტის ხელმძღვანელის თქმით, დიდი ზომის მტვრის ნაწილაკებთან შეჯახების ალბათობა 1/10000-ს უტოლდება. იმედია, კაცობრიობის მიერ შორეულ და ცივ სივრცეში გაგზავნილი პატრა წარმომადგენელი ყველა სიძნელეს გაუმკლავდება. რაც არ უნდა მოხდეს, ეს დღე დაგვამახსოვრდება, როგროც ადამიანის გონებისა და ცნობისმოყვარეობის ტრიუმფის დღე(ახალი ჰორიზონტები).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=OR1TsDfuf5M

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.