ასტროფიზიკოსებმა ახალ ვარსკვლავთან გამა-გამოსხივების აქამდე უცნობი წყარო აღმოაჩინეს. ყოველი ანთებისას ახალი ვარსკვლავი სივრცეში ასი ათასჯერ მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე მზე წელიწადში.
ახალი ვარსკვლავი ძირითადად მჭიდროდ დაკავშირებულ ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას წარმოადგენს. ასეთი სისტემის ერთ-ერთი ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, რომელზეც ვარსკვლავი-კომპანიონიდან გაზი გადმოედინება. ეს მატერია ჯუჯას ზედაპირზე გროვდება, აღწევს კრიტიკულ მნიშვნელობას და დარტყმითი ტალღით ღია კოსმოსში გაიტყორცნება. პროცესს ძლიერი გამა-გამოსიხვება ახლავს თან, რომელსაც ტელესკოპი არეგისტრირებს.
გაზის გარსის მოშორება თეთრ ჯუჯას თითქმის არ ცვლის და მომდევნო აფეთქებისთვის ამზადებს. პროცესის პერიოდულობა ათასიდან ათი ათასამდე წელს შეადგენს, ვარსკვლავი-კომპანიონის ტიპის მიხედვით, რომლიდანაც ჯუჯაზე გაზის აკრეცია ხდება.
მეცნიერებმა გამა-გამოსხივების ახალი წყარო ფერმის სახელობის კოსმოსური გამა-ტელესკოპით აღმოაჩინეს. ეს ობსერვატორია დაბალ ორბიტაზე მდებარეობს და გამა-სპექტრში მიმავალ პროცესებს სწავლობს, რომლებიც გალაქტიკათა ბირთვებში, პუსლარებში და ინტენსიური გამა-გამოსიხვების სხვა წყაროებში ხდება(გამა-ანთება).
ახალი ვარსკვლავის მიერ ინიცირებული მძლავრი გამა-გამოსხივების პირველი რეგისტრირება V407 გედი-ზე დაკვირვებით მოხდა, როცა 2010 წლის მარტში თეთრი ჯუჯასა და მზეზე ასჯერ დიდი წითელი გიგანტის ურთიერთმქედებით მძლავრი გამა-რადიაცია გამოსხივდა.
მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ V407 გედი იშვიათი ობიექტია, თუმცა ტელესკოპმა კიდევ 3 ახალი ვარსკვლავის ანთება დაინახა: V339 დელფინი 2013 წლის აგვისტო, V1324 მორიელი 2012 წლის ივნისი და V959 მარტორქა იმავე წლის ივლისი.
ასტრონომთა ვარაუდით, ჩვენს გალაქტიკაში ყოველწლიურად ახლების 20-დან 50-მდე ანთება ხდება. ხშირ შემთხვევაში მათი გამოსხივება კოსმოსური მტვრისა და დიდი მანძილების გამო შეუმჩნეველი რჩება. ხსენებული ახლები მზიდან 9 ათასიდან 15 ათასამდე სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ(ვარსკვლავი).