მოგეხსენებათ, რომ მისია Mars One-ს მიზანია მარსის ზედაპირზე პირველი მოსახლეები 2020 წლისთვის გადასხას. რა სირთულეებთან მოუწევთ მოხალისეებს ბრძოლა, როცა ისინი წითელ პლანეტაზე დაეშვებიან?
მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს – Mars Settlement Analysis Tool. ეს პროგრამა შესაძლო რისკებს აფასებს ასტრონავტთათვის, ასევე ითვლის წყლის, ჰაერის, სურსათისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების რაოდენობას.
ამ ალგორითმის ტესტირებაში მონაწილე ადამიანები ექსპედიცია Mars One-ს უკვე ”Donner Party”(დონერის რაზმი)-ს უწოდებს. საუბარია ტრაგიკულ ეპიზოდზე ამერიკელი პიონერების გადასახლებისა დასავლეთში, რომლის დროსაც 1846-47 წლებში სერა-ნევადას მთებში 40-ზე მეტი ადამიანი შიმშილით დაიღუპა.
სურსათის რაოდენობა, რომელზეც Mars One-ს ორგანიზატორები საუბრობდნენ, ახლოსაც კი არ არის იმასთან, რაც ასტრონავტებს დასჭირდებათ. სხვანაირად რომ ვთქავთ, თუ ოპერაცია უკვე დაწერილი სცენარის მიხედვით წავა, პირველი მოსალხეები შიმშილისგან დაიხოცებიან.
ეს არ არის ერთად-ერთი საშიშროება, რომელიც მოგზაურებს ემუქრება. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ჟანგბადის გენერირებას, აზოტის შენარჩუნებით, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი მცენრაეები მოახდენდნენ(უჟანგბადოდ მცენარეებთან ერთად). ისევ და ისევ, საჭირო რაოდენობის მწვანე საფარის გადატანა, მარსელთა პატარა შენობებში ხელოვნური ატმოსფეროს შესაქმნელად, რაკეტა-მატარებელი Falcon Heavy-ს 15 აფრენა იქნება საჭირო(სრული ჩატვირთვით, დაახლოებით 13 ტონა). მხოლოდ ერთი ასეთი გადაფრენა 4,5 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ ორგანიზატორებს.
Popular Science-ს გამომცემლები Mars One-ს ხელმძღვანელს ბას ლანდსდორფს ესაუბრნენ. გაეცნო რა ზემოთ ხსენებულ შეფასებებს, თქავა, რომ ეს გამოთვლები მცდარია, რადგან მათში არ არის საჭირო რაოდენობის მონაცემები, რომლებიც Mars One-ს მისიაზე მომუშავე ჯგუფს უკვე გააჩნია.
მიუხედავად ამისა, Mars One აღიარებს, რომ მისი კომპანიის მეცნიერები და ინჟინრები ძალიან ბევრ პრობლემას წააწყდნენ. ერთი ასეთი მომენტია, ყველაფერთან ერთად, სათადარიგო ნაწილების ჩატვირთვა არაკეტა-მატარებელზე. ყველა ეს დეტალები გასაგზავნი ტვირთის საერთო მასის 62% დაიკავებენ.
MIT-ის მკვლევარმა სიდნი დუმ, Mars One-ს ხელმძღვანელის განცხადებაზე რეაგირება უკვე მოახდინა და სთავზობს მას დადგინდეს ყველანაირი რისკი, რომლებიც მისიის ხელმძღვანელებს შეუძლიათ წარმოადგინონ. მარს-ერთის ხელმძღვანელობისგან ჯერჯერობით არაფერი ისმის(ნასას ახალი მეგა-რაკეტა!; რადიაცია მარსისკენ მიმავალ გზაზე; მარსზე ცხოვრებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს?; პილოტირებული მისია მარსისკენ, ნასას გარეშე ვერ განხორციელდება; რითია საშიში მარსზე გაფრენა; ”მარს 500”).
როცა mars one გამოჩნდა, ასტრონომიაში ტექნიკოსს მოვუყევი ეს ამბები და გაუკვირდა, რომ 2020 წელი კაცობრიობისათვის ძაან ადრეა ასეთი კოლონიზაციის განსახორციელებლად. ჯერ ათეულობით მარსმავალი უნდა იქნეს გაგზავნილი და გარემოს შესწავლა მოხდეს. არაფერიც არ ვიცით რა სურპრიზი მოელის ადამიანს იქ. თანაც უკან ვერ დაბრუნდებიან. პირველი რეისის მგზავრები განწირულები არიან 🙂
მართალი უთქვამს…