ხელმარჯვე რობოტი

მარსის კოლონიზაცია თუ გვინდა, ენციკლოპედიური ცოდნის მქონე ”სპეციალისტების” დახმარება დაგვჭირდება, რომელთაც, ამავე დროს, ექსტრემალურ პირობებში, ექსტრემალური დატვირთვით მუშაობა შეუძლიათ.

 10 წელიწადზე მეტია, რაც გერმანელი ინჟინრები რობოტ Justin-ის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. რობოტოტექნიკის გამოფენაზე ის  ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა წარდგენილი. შეუძლია სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, ფოტოების გადაღება, მფრინავი სხეულების დაჭერა, სხვადასხვა სირთულის წინაღობების შემოვლა. ახლა, ხელოვნური ინტელექტის შეძენის მერე, ოპერატორის გარეშე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. სხვა რობოტებისგან განსხვავებით, ისეთ ამოცანებსაც უმკლავდება, რომლებიც წინასწარ არ ყოფილა მის მეხსიერებაში შეტანილი. ამოცნობის ტექნოლოგია, კომპიუტერული მხედველობვის სისტემა, ”ჯასთინს” გარემოს შესწავლისა და ისეთი სამუშაოების ჩატარების საშუალებას აძლევს, როგორიც არის სხვადასხვა მექანიზმების მომსახურება, მოწყობილობის შემოწმება და ნივთების გადატანა. ბოლოს ჩატარებლი ერთ-ერთი ტესტირებისას მან მწყობრიდან გამოსული მზის პანელი რამდენიმე წუთში შეაკეთა. საინტერესოა, რომ რობოტის მართვა დისტანციურად ხდებოდა ერთ-ერთი ასტრონავტის მიერ, რომელიც იმ დროს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა.

 რობოტის სიმაღლე 1,92 მეტრია, მასა  – 200 კილოგრამი. ერთი ხელით მას 14 კილოგრამიანი სიმძიმის აწევა შეუძლია. თითოეულ ხელზე ხუთი თითი აქვს და ინსტრუმენტებით თავისუფლად მანიპულირებს. მხედველობის სისტემა მაღალი გარჩევადობის კამერებისა და სენსორთა ნაკრებისგან შედგება, გარემოს სამგანზომილებიანი სურათის მისაღებად. კომპიუტერებთან სწრაფი სინქრონიზაცია, საკუთარი აკუმულატორების დამუხტვა მზის პანელებთან მიერთებით და კიდევ ერთი დიდი ნიჭი – იცის როგორ მოამზადოს ჩაი და ყავა(ანდროიდმა ადამიანს კოსმოსში ჩამოართვა ხელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.